ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

სტაჟირება საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში - ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო (MCA - Georgia)

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

სსიპ - ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო (MCA - Georgia) აცხადებს სტაჟირებას  საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში

სამუშაოს ტიპი: ნახევარი განაკვეთი

განცხადების ბოლო ვადა: 02.06.2019

ფუნქციები

  • სტაჟიორი მთავრობასთან, ბიზნესებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) დირექტორის/გუნდის უშუალო დაქვემდებარებაში იმუშავებს.

  • სტაჟიორის ძირითადი ვალდებულებებია PR გუნდის დახმარება შემდეგი მოვალეობებისა და ამოცანების შესრულებაში:

  • დაეხმაროს PR გუნდს სამიზნე მხარეებთან კომუნიკაციაში, დროული ინფორმაციის მიწოდებასა და გავრცელებაში;

  • დაეხმაროს PR გუნდს ღონისძიებების, პრეს–კონფერენციების და საზოგადოებასთან ურთიერთობასთან დაკავშირებული სხვა აქტივობების ორგანიზებასა და კოორდინირებაში;

  • დაეხმაროს PR გუნდს ფონდის პუბლიკაციების შექმნის პროცესში;

  • უზრუნველყოს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს ვებ გვერდის და სოციალური მედიის არხების განვითარება - მხარდაჭერა; უზრუნველყოს, რომ ვებ გვერდი შეიცავდეს ყველა განახლებულ ინფორმაციას;

  • დაეხმაროს საზოგადოებასთან ურთიერთობის გუნდს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის განხორციელებაში, პროექტის აქტივობების კოორდინაციაში;

  • განახორციელოს სხვა მოვალეობები PR დირექტორის დავალებით.

მოთხოვნები

  • მინიმალური განათლება ბაკალავრი

  • პროფესია: სოციალური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები ან ბიზნესის ადმინისტრირება

პროგრამის დასახელება     

  • Microsoft Office Word        

  • Microsoft Office PowerPoint         

  • MS office applications

ენა               

  • ქართული           

  • ინგლისური       

დამატებითი მოთხოვნები

  • კომუნიკაციის კარგი უნარი;

  • სასურველია კანდიდატს ჰქონდეს მუშაობის გამოცდილება ან გავლილი ჰქონდეს სტაჟირება მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში ან/და ღონისძიებების მართვაში;

  • შეეძლოს რეგიონებში მგზავრობა.


საკონტაქტო ინფორმაცია

საკონკურსო კომისიის მისამართი მ. კოსტავას 5, თბილისი

საკონტაქტო ტელეფონები +995 32 2428 528

საკონტაქტო პირი  ნინო ვეკუა

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ვაკანსიის დეტალური აღწერა და გააკეთეთ განაცხადი ბმულზე: https://bit.ly/2wr9c76

ბანერები