


ილიაუნის თეატრის ვაკანსია
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი აცხადებს მოლარის ვაკანსიას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ჯავშნის და ყიდის ბილეთებს;
- უპასუხებს ტელეფონს, დაინტერესებულ პირებს აცნობს ინფორმაციას სპექტაკლის შესახებ;
- აწარმოებს ფინანსურ ჟურნალს;
- პოზიციის შესაბამისად ასრულებს ადმინისტრატორის სხვა მითითებებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კომპიუტერული პროგრამებისა და პლატფორმების ცოდნა (Word, Excel, Gmail);
- სასურველია სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ელექტრონული გაყიდვების მუშაობის გამოცდილება.
ქცევითი კომპეტენციები:
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დისციპლინირებულობა;
- ეთიკურობა და კეთილსინდისიერება;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ინოვაციურობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- შედეგებზე ორიენტირებულობა.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზირი N32;
- სამუშაო დრო – არასრული, თეატრალური სპეციფიკიდან გამომდინარე, ყოველდღე, 13:00-დან 20:00 საათამდე მონაცვლეობით, კვირაში არაუმეტეს 21 საათისა. დასვენების დღე – ორშაბათი.
კონკურსი წარიმართება ორ ეტაპად:
- წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა;
- გასაუბრება.
პოზიციით დაინტერესებულებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე 2023 წლის 20 თებერვლის ჩათვლით მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge. წერილის საგნის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება „თეატრის მოლარე“.
დავუკავშირდებით კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეული კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით.
2024