


ანაზღაურებადი სტაჟირება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტთა საინფორმაციო ცენტრში
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტთა საინფორმაციო ცენტრში.
ფუნქცია-მოვალეობები:
ფაკულტეტზე მიმდინარე პროცესების მხარდასაჭერად
- სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე სტუდენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
- სატელეფონო და ზეპირი კონსულტაციები;
- საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორის ასისტირება;
- სტუდენტთა ცნობების დარეგისტრირება და ბაზაში აღრიცხვა;
- სასწავლო პროცესის მონიტორინგი;
- ფაკულტეტზე მიმდინარე სხვა პროცესების მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტი;
- კომპიუტერული უნარ-ჩვევები.
ქცევითი კომპეტენციები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ქართულად გამართული წერისა და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- ახალ ინფორმაციასთან/გამოწვევებთან გამკლავების უნარი;
- დეტალებსა და შედეგზე ორიენტაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კონფიდენციალურობის დაცვა;
- შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი;
- ეთიკურობა და კეთილსინდისიერება.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. №32 (მონიტორინგის პროცესი მოიცავს ილიაუნის ყველა სასწავლო შენობას);
ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, კვირაში არა უმეტეს 20 საათისა;
სტაჟირების ხანგრძლივობა: 2024 წლის 15 თებერვლიდან 15 ივნისის ჩათვლით;
ანაზღაურება: თვეში 300 ლარი (დარიცხული).
გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
პოზიციით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი (არა უმეტეს 200 სიტყვისა) 2024 წლის 7 თებერვლის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge
ასევე შეავსოთ კითხვარი ბმულზე: https://shorturl.at/CJU57
საბუთების გამოგზავნისას წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება – „სტაჟირება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე (სტუდენტთა საინფორმაციო ცენტრი)“.
კონკურსი წარიმართება 2 ეტაპად:
- წარმოდგენილი საბუთების განხილვა;
- გასაუბრება ZOOM- ის საშუალებით.
ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2024