ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკარის ვაკანსია

ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ბიბლიოთეკარის ვაკანსიაზე. 

 ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მკითხველის ინდივიდუალური ინფორმაციული საჭიროებებიდან გამომდინარე საბიბლიოთეკო მომსახურების უზრუნველყოფა;
  • მკითხველისთვის კეთილგანწყობილი და სამუშაო ატმოსფეროს შექმნა;
  • ბიბლიოთეკის საინფორმაციო რესურსების მოძიებისას კონსულტაცია მკითხველისთვის და დახმარება;
  • მკითხველისთვის სასურველი მასალის მოძიების ალტერნატიული გზებისა და საშუალებების შეთავაზება;
  • მკითხველისთვის სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მოძიების ეფექტური გზებისა და საშუალებების განსაზღვრა;
  • მკითხველისთვის კონსულტაციის გაწევა საერთაშორისო ელექტრონული ბაზების გამოყენებისას;
  • მკითხველისთვის საინტერესო საკითხზე ბიბლიოგრაფიულ კვლევაში დახმარება;
  • ბიბლიოთეკის რესურსების შესახებ ანოტაციის შედგენა;
  • ცირკულაციის წესების შესაბამისად მოქმედება;
  • ბიბლიოთეკის მიმდინარე პროექტებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის ცოდნა – მინიმუმ B2 დონე;
  • ეფექტური ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი ინგლისურ და ქართულ ენებზე;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, PowerPoint, Google platforms);

ქცევითი კომპეტენციები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • მოტივირებულობა
  • ინფორმაციის დახარისხების უნარი
  • ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ეთიკურობა და კეთილსინდისიერება.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი (ასარჩევი)
    • სრული (კვირაში 40 საათი), ორშაბათი-პარასკევი  09:00–17:00 საათი

ან

  • არასრული განაკვეთი (28 საათი), ორშაბათი-პარასკევი – 17:00-21:00 საათი, შაბათი - 10:00-18:00 საათი

კონკურსი წარიმართება შემდეგ ეტაპებად: 

  • წარმოდგენილი CV-ების გადარჩევა
  • გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან

კანდიდატმა ელექტრონული ფორმით აუცილებლად ერთ ფაილად უნდა წარმოადგინოს: 

  • რეზიუმე (CV);
  • სამოტივაციო წერილი. სასურველია, არ აღემატებოდეს 1 გვერდს;
  • უცხო ენის ცოდნის ან სხვა რაიმე აქტივობის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ორი რეკომენდატორი (ასეთების არსებობის შემთხვევაში).

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2024 წლის 7 აპრილის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge. წერილის საგნის ველში (Subject) მიუთითეთ „ბიბლიოთეკარი“.

დავუკავშირდებით კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვწეროთ მისამართზე library@iliauni.edu.ge

გისურვებთ წარმატებას.

ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეულ კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით.

2024

ბანერები