ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

კომპანიის „SavvY” ფინანსური დეპარტამენტის სტაჟირების პროგრამა

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

ბიზნესის საკონსულტაციო კომპანია „SavvY“ ეძებს სტაჟიორებს დასაქმების პერსპექტივით ფინანსურ დეპარტამენტში.
სტაჟირება ანაზღაურებადია.

კომპანია გთავაზობთ:

  • კონკრეტულ ანაზღაურებას და სხვა დამატებით ბენეფიტებს;
  • საინტერესო და ინოვაციურ სამუშაო გარემოს;
  • მუდმივი პროფესიული განვითარების პროგრამის დაფინანსებას(ACCA, CFA, Harvard Business School ოფიციალურ კურსებს, PMP და სხვა წამყვანი უნივერსიტეტების როგორც ონლაინ ასევე Campus ტრენინგებს);
  • თანამედროვე მუშაობის ხარისხის შეფასების სისტემას, რომლის მიხედვითაც კანდიდატს ექნება საშუალება სწრაფი კარიერული განვითარების და მისი მუშაობის ხარისხის მუდმივი ობიექტური შეფასების შესაძლებლობა.

მოთხოვნები:

  • სტუდენტი ან კურსდამთავრებული ტექნიკური მიმართულებით (ბიზნეს ადმინისტრირება, IT, ინჟინერია და ა.შ) და 3.0 GPA (GPA აუცილებელია მიუთითოთ CV-ში);
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა არაუგვიანეს 30 ივნისისა: https://bit.ly/2WpIKu6

ბანერები