ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შეხვედრა NAPR-ის წარმომადგენელთან – BOOSTER TALKS

ღონისძიებები

29 დეკემბერს, 11:00 საათზე, Booster Talks-ის ფარგლებში სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (NAPR) ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი ლია კვირჭიშვილი.

BOOSTER Talks გულისხმობს ექსკლუზიურად ილიაუნის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის საქართველოში მოქმედ კერძო, საჯარო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენელებთან ონლაინშეხვედრებს. 

მომხსენებელი განიხილავს NAPR-ის აქტიურ ვაკანსიებსა და დასაქმების შესაძლებლობებს ილიაუნის სტუდენტებისთვის:

შეხვედრა საინტერესო იქნება სამართლის სკოლისა და დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულების დამამთავრებელი კურსის ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. 

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა

შეხვედრის ბმულს გამოგიგზავნით შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე. 

დრო: 29 დეკემბერი, 11:00 საათი

ბანერები