ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის სისტემური რეგისტრაციის სამსახურის რეგისტრატორის ვაკანსია
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის სისტემური რეგისტრაციის სამსახურის რეგისტრატორის ვაკანსიას.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ვაკანსიის დასახელება: ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის სისტემური რეგისტრაციის სამსახურის რეგისტრატორი (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი)
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
თანამდებობრივი სარგო:1000 ლარი (დარიცხული)
ფუნქციები :
- „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისტემური რეგისტრაციის წარმოება;
- სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება;
- უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ მონაცემთა აღრიცხვა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით;
- სხვადასხვა უწყებასა და სამსახურებთან ურთიერთობა, მათგან სარეგისტრაციო განაცხადთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გამოთხოვა;
- შემოსულ კორესპონდენციაზე პასუხის გაცემა ან/და განხილვის შედეგად სარეგისტრაციო განაცხადის მიღების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება;
- სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირისთვის სატელეფონო კონსულტაცია.
მოთხოვნები:
- IV კურსის სტუდენტი ან ბაკალავრი/მაგისტრი იურიდიული მიმართულებით;
- ინგილსური ენიც ცოდნა B2;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- სახელმწიფო ენის სრულყოფილად ფლობა.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- გადაწყვეტილების მიღების სხვადასხვა მიდგომის გამოყენება;
- შედეგზე ორიენტაცია;
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სტრესის ზემოქმედების ქვეშ მუშაობა;
- დამოუკიდებლად მუშაობა.
საკონკურსო თემატიკა
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- საქართველოს კანონი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“;
- საქართველოს კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის N487 ბრძანება „საჯარო რეესტრის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე;
- საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის N509 დადგენილება „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების" დამტკიცების შესახებ;
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის No134 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“.
კონკურსის ეტაპები:
- რეზიუმეების გადარჩევა;
- გასაუბრება.
გასაუბრებაზე დაიშვებიან მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები და
კურსდამთავრებულები.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: uni-jobs@iliauni.edu.ge 2021 წლის 8 იანვრის ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება:„ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის სისტემური რეგისტრაციის სამსახურის რეგისტრატორი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.