ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის სისტემური რეგისტრაციის სამსახურის უძრავი ქონების ამგეგმავ/ამზომველის ვაკანსია
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის სისტემური რეგისტრაციის სამსახურის უძრავი ქონების ამგეგმავ/ამზომველის ვაკანსიას.
ვაკანსიის დასახელება: ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის სისტემური რეგისტრაციის სამსახურის უძრავი ქონების ამგეგმავი/ამზომველი (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი)
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
შრომის ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით (1000-დან 2000 ლარამდე (დარიცხული))
ფუნქციები:
- სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკადასტრო სამუშაოების სისტემურად შესრულება;
- საველე-საამზომველო სამუშაოებში მონაწილეობა და მონაცემების დამუშავება;
- დამუშავებული და მომზადებული მასალების უფლებამოსილი პირებისა თუ უწყებებისთვის მიწოდება;
- გეომონაცემთა ბაზებსა და გეოინფორმაციულ სისტემებთან მუშაობა.
მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება გეოგრაფიის, გეოდეზიის, კარტოგრაფიის, ტოპოგრაფიის ან გეოინფორმატიკის მიმართულებით;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება – საველე ტოპო-გეოდეზიური და საკადასტრო სამუშაოების მიმართულებით;
- გეოინფორმაციული სისტემის (GIS) პროგრამული პაკეტების ცოდნა;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- სახელმწიფო ენის სრულყოფილი ფლობა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
- შედეგზე ორიენტაცია;
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტიანი მართვა;
- დამოუკიდებლად მუშაობა.
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კანონი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ";
- საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აგვისტოს N388 დადგენილება „მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშოს შესრულებისა და დოკუმენტირების წესისა და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით შესრულებისათვის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულების უფლებამოსილების მქონე პირის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“;
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის N134 ბრძანება.
გასაუბრებაზე დაიშვებიან მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები და
კურსდამთავრებულები.
კონკურსის ეტაპები:
- რეზიუმეების გადარჩევა;
- გასაუბრება.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: uni-jobs@iliauni.edu.ge 2021 წლის 8 იანვრის ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: „ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის სისტემური რეგისტრაციის სამსახურის უძრავი ქონების ამგეგმავი/ამზომველი",
წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.