ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პანელური დისკუსია „ევროკავშირის გაფართოება გლობალური ცვლილებების ეპოქაში: შესაძლებლობები და გამოწვევები საქართველოსთვის“

ღონისძიებები

29 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე: „„ევროკავშირის გაფართოება გლობალური ცვლილებების ეპოქაში: შესაძლებლობები და გამოწვევები საქართველოსთვის“. დისკუსიაზე მიმოხილული იქნება შემდეგი საკითხები: ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებული უსაფრთხოებისა და გეოპოლიტიკური არგუმენტები, გლობალური გეოპოლიტიკური ცვლილებების გავლენა ევროკავშირის სტრატეგიულ ხედვაზე, გლობალური ტრანსფორმაციების მნიშვნელობა საქართველოსთვის და ამ უკანასკნელის პოზიციონირება ახლად წარმოქმნილ გეოპოლიტიკურ ლანდშაფტში.

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ვურცბურგის უნივერსიტეტის პროფესორი სონია გრიმი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორები: გიორგი გვალია, ნინო ფავლენიშვილი, არჩილ აბაშიძე. დისკუსიას მოდერაციას გაუწევს ამავე ფაკულტეტის პროფესორი დავით აფრასიძე.

პანელური დისკუსია  გაიმართება ჰორიზონტი ევროპის პროექტის „ცვლილებების მიღება: დაბრკოლებების დაძლევა და დემოკრატიის წინსვლა ევროპის სამეზობლოში“ (EMBRACE) ფარგლებში ვურცბურგის უნივერსიტეტთან (გერმანია) თანამშრომლობით.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო29 აპრილი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის N1

დასწრება თავისუფალია.

2025

ბანერები