


ელჩ ჰიონდუ კიმის საჯარო ლექცია „კორეა-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერება მომავალი პარტნიორობისათვის“
ღონისძიებები
6 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში კორეის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰიონდუ კიმი წაიკითხავს საჯარო ლექციას „კორეა-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერება მომავალი პარტნიორობისათვის“.
მომხსენებელი შეეხება კორეასა და საქართველოს შორის ორმხრივ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს, აღწერს ამ ქვეყნების წარსულ განვითარებასა და ამჟამინდელ მდგომარეობას.
ელჩმა კიმმა კარიერა დაიწყო 1988 წელს საჯარო სამსახურში, კორეის მთავრობის გაერთიანების სამინისტროში, როგორც საშუალო რანგის თანამდებობის პირმა. ის მუშაობდა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის მიმოცვლისა და თანამშრომლობის ხელშეწყობაზე, ასევე ჩრდილოეთ კორეის ადამიანის უფლებების გაუმჯობესებაზე. 2008 წლიდან საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს დიპლომატად. საქმიანობდა აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, უნგრეთში, ფილიპინებში, ეთიოპიასა და გვატემალაში.
აქვს მინიჭებული ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებასა და ფილოსოფიაში (1993) ნიუ-იორკის უნივერსიტეტში (NYU), საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის წოდება (1997) – კორეის იონსეის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევების სამაგისტრო სკოლაში.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 6 მაისი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის ქ. N1
დასწრება თავისუფალია.
2025