


ინტერაქციული ვორკშოპი „გაიცანით ავსტრიელები და ქართველები: ბიზნესი, კომუნიკაცია და კულტურა − რაზე ვსაუბრობთ?“
ღონისძიებები
11 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში პროფესორი ალექსანდრე ბურკა ჩაატარებს ინტერაქციულ ვორკშოპს „გაიცანით ავსტრიელები და ქართველები: ბიზნესი, კომუნიკაცია და კულტურა − რაზე ვსაუბრობთ?“
ვორკშოპი ჩატარდება 9-13 აპრილს ავსტრიის ბურგენლანდის გამოყენებითი უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში.
ვორკშოპის თემები:
- რა არის თანამედროვე ბიზნესის თავისებურებები ავსტრიასა და საქართველოში?
- როგორ აისახება საერთაშორისო გარემო ბიზნესზე?
- როგორ აისახება კულტურული განსხვავებები ბიზნესზე?
- რომელი ასპექტებია გასათვალისწინებელი კორპორაციულ კონტექსტში კულტურათაშორისი ურთიერთობისას?
- როგორია ავსტრიული მუშაობის სტილი, რას ფიქრობენ ახალგაზრდა პროფესიონალები საქართველოში?
დოქტ. ალექსანდრე ბურკა ბურგენლანდის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (ავსტრია) საერთაშორისო ბიზნეს კომუნიკაციის პროფესორია. იგი უძღვება სალექციო კურსებს საერთაშორისო კომპეტენციების, კულტურათაშორის მენეჯმენტის და რუსული ენას (როგორც უცხო ენის) მიმართულებით. აქვს 60-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კომპანიებში სხვადასხვა მიმართულებით მუშაობის 25-წლიანი პროფესიული გამოცდილება.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 11 აპრილი, 19:00-21:00
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
დასწრება თავისუფალია.
2025