


სულხან-საბა ორბელიანი − ქართული ფილოლოგიური ტრადიციის განახლება
ღონისძიებები
14 აპრილს, 17:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის ორგანიზებით ქართული ენის დღის აღსანიშნავად გაიმართება ღონისძიება, რომელიც ეძღვნება სულხან-საბა ორბელიანის გამორჩეულ მემკვიდრეობას ქართულ ფილოლოგიასა და თანამედროვე ლექსიკოგრაფიაში.
პროგრამა
სულხან-საბა ორბელიანის ქართული ლექსიკონის მოგზაურობა ევროპაში (ემანუელ დე იგლესიასის ქართულ-იტალიური და იტალიურ-ქართული ლექსიკონი) − ილიაუნის რექტორი, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე
კონკურსის „შექმენი ქართული ტერმინი“ მეოთხე ტურის გამარჯვებულების დაჯილდოება − ილიაუნის პროფესორი თინათინ მარგალიტაძე
ინგლისურ-ქართული პარალელური კორპუსის ახალი ვერსიის პრეზენტაცია − ლექსიკოგრაფიის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი ქეთევან მჭედლიშვილი
ინგლისურ-ქართული მრავალდარგოვანი ტერმინოლოგიური ლექსიკონის პლატფორმის პრეზენტაცია − ლექსიკოგრაფიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი გიორგი ოქროპირიძე
დრო: 14 აპრილი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.
2025