ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონფერენციები

ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

ღონისძიებები

5 ივნისს, 12.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 101-ე აუდიტორიაში (ი. ჭავჭავაძის გამზ. 32) სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება.

ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია არის ნამდვილი კონფერენციის სიმულაცია და საბაკალავრო ნაშრომის დაცვის ერთგვარი რეპეტიცია. მისი მთავარი მონაწილეები (მომხსენებლები, რეცენზენტები და მსმენელები) არიან მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტები. კონფერენციის მიზანია:

  •  წაახალისოს ახალგაზრდა მკვლევრები შემდგომ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ჩასართავად;
  •  შესძინოს მათ სამეცნიერო კონფერენციისთვის მომზადებისა და მასში მონაწილეობის ჩვევები;
  •  გამოუმუშაოს მათ დამოუკიდებელი კვლევისა და მიღებული შედეგების პრეზენტაციისა და დაცვის უნარი.

 

ბანერები