ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონფერენციები

სტუდენტური კონფერენცია: პლაგიატი და მისი გამოვლენის 10 შემთხვევა აკადემიურ ნაშრომში

ღონისძიებები

9 ივლისს, ორშაბათს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლასთან არსებული აკადემიური წერის ცენტრი ატარებს პირველ სტუდენტურ კონფერენციას თემაზე: პლაგიატი და მისი გამოვის 10 შემთხვევა აკადემიურ ნაშრომში.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს საუნივერსიტეტო კურსის – აკადემიური მუშაობის ტექნიკების – 25 სტუდენტი. სტუდენტთა მოხსენებებს მოისმენს და სამ საუკეთესოს გამოავლენს კონფერენციის დამსწრე აუდიტორია. სამ გამარჯვებულს გადაეცემა ლიგამუსის ვაუჩერები, კონფერენციის ყველა მონაწილეს კი – შესაბამისი სერტიფიკატი და საჩუქრები.

 მოხსენებების შემდეგ გაიმართება დისკუსია. თითოეული მოხსენების ხანგრძლივობა იქნება 10-15 წუთი, ხოლო დისკუსიას დაეთმობა 5-10 წუთი.

დრო: 9 ივლისი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: S 507 აუდიტორია (გიორგი წერეთლის ქ. N3), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები