ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონფერენციები

შედარებითი ლიტერატურის კონფერენცია

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან და გიორგი ლეონიძის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმთან ერთად მართავს  შედარებითი ლიტერატურის მე-2 საერთაშორისო კონფერენციას: „ლიტერატურა და კულტურა: მოდერნიზმი/ავანგარდიზმი - მემკვიდრეობა და დღევანდელობა; პოსტკოლონიალური დისკურსი და პოსტკოლონიური რეალობა“.

კონფერენცია გაიხსნება 26 აპრილს, 11.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (101 - ე აუდიტორია, მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. 32).

კონფერენციის პლენარული მომხსენებელია ბრისტოლის უნივერსიტეტის წამყვანი მეცნიერი, დოქტორი გიუნთერ ბერგჰაუსი.

კონფერენციის მასალები იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტებში: 

პროგრამა ქართულად (7 mb)

პროგრამა ქართულად (82 kb)

პროგრამა ინგლისურად (6 mb)

პროგრამა ინგლისურად (64 kb)

მოხსენებათა თეზისები (486 kb)

შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტის ვებგვერდი იხილეთ ბმულზე: >>

ბანერები