ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონფერენციები

სამხრეთ კავკასიის რეგიონული კონფერენცია "მეხსიერება სამხრეთ კავკასიაში საზოგადოებრივი მონაწილეობის შესახებ"

ღონისძიებები

26-27 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება სამხრეთ კავკასიის რეგიონული კონფერენცია „მეხსიერება სამხრეთ კავკასიაში საზოგადოებრივი მონაწილეობის შესახებ".

სამხრეთ კავკასიის ყოველწლიურ რეგიონულ კონფერენციას ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასთან (SOVLAB) ერთად აწყობს.

კონფერენციაზე განიხილება შემდეგი ძირითადი საკითხები:

  • როგორი იყო საგანმანათლებლო, კულტურული, სოციალურ-ეკონომიკური და, უფრო ფართოდ, საზოგადოების ფართო მასებიდან წამოსული პოლიტიკური ინიციატივები და მოძრაობა მე-19 და მე-20 საუკუნეებში?
  • როგორ აისახება ეს მოძრაობა მეხსიერების ნარატივებსა და პოლიტიკაში?
  • რამდენად იმოქმედა მათზე იმავე პერიოდის ევროპულმა ინიციატივებმა?
  • საზოგადოებრივი მონაწილეობის რომელი ფორმები არსებობდა და რა გავლენა ჰქონდათ მათ შემდგომი პერიოდის წინააღმდეგობის სხვადასხვა პრაქტიკაზე?

თემის მობილიზატორები, მკვლევრები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ხშირად ხაზს უსვამენ თემის მობილიზაციისა და საზოგადოების მონაწილეობის ადგილობრივი, თუნდაც ერთჯერადი/მოკლევადიანი მაგალითების მნიშვნელობას. წარსულიდან არსებობს სამოქალაქო აქტივიზმის მრავალი მაგალითი, როგორებიცაა ახალგაზრდული საგანმანათლებლო ცენტრების ან ქალებისთვის სადისკუსიო სივრცეების გახსნა.

საბჭოთა პერიოდის პირველ ნახევარში (1920-იანი წლების ბოლოდან 1950-იან წლებამდე) წინააღმდეგობის სხვადასხვა ფორმა ეხებოდა სხვადასხვა ეროვნულ, რელიგიურ და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხს. „გლასნოსტისა“ და „პერესტროიკის“ დროს, 1980-იანი წლების ბოლოს, დაიწყო უფრო ფართო საპროტესტო მოძრაობები. თავიდან ეს დაკავშირებული იყო გარემოსდაცვით დემონსტრაციებთან, მაგრამ მოგვიანებით გარდაიქმნა უფრო ფართო ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობად.

მას შემდეგ, რაც სამხრეთ კავკასიის სამმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა აღიდგინა, საზოგადოებრივი მონაწილეობის ფორმები შეიცვალა. დედაქალაქებში მასობრივი მიტინგების გარდა ჩვენ ვხვდებით წინააღმდეგობის ინდივიდუალურ აქტებს, კონკრეტული საკითხების მოგვარებისკენ მიმართულ დემონსტრაციებს ინდუსტრიულ ქალაქებსა თუ მთიან რეგიონებში. სამხრეთ კავკასიის საზოგადოებებში მზარდი ნიჰილიზმის შესახებ მიმდინარე დისკუსიების კონტექსტში გიწვევთ საზოგადოებრივი მონაწილეობის და მისი სხვადასხვა ფორმის განსახილველად. ასევე მნიშვნელოვანია ვიმსჯელოთ, როგორ გამოიხატება მე-19 და მე-20 საუკუნეების საზოგადოებრივი აქტივობები მეხსიერების პოლიტიკის სხვადასხვა საშუალებით, როგორებიცაა: ძეგლები, ისტორიის სახელმძღვანელოები, პლაკატები და ა.შ.


დღე I: 26 ოქტომბერი

11:45-12:00 საათი (თბილისი, ბაქო, ერევნის დროით)

მისასალმებელი სიტყვა: სონია შიფერსი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის - სამხრეთ კავკასიის რეგიონის დირექტორი და პროფესორი ნინო დობორჯგინიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი

12:00-13:30 საათი – პანელური დისკუსია (I)
თვითორგანიზების პრაქტიკა ადგილობრივ დონეზე იმპერიული (რუსეთის იმპერიისა და ოსმალეთის) მმართველობის დროს

მომხსენებლები:

  • თურქაი გასიმლი, დამოუკიდებელი მკვლევარი;
  • ჰასმიკ ხალაფიანი, ასისტენტ-პროფესორი, სომხეთის ამერიკული უნივერსიტეტი;
  • ირაკლი ხვადაგიანი, ისტორიკოსი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (SOVLAB).

მოდერატორი – სევილ ჰუსეინოვა, სოციალური ანთროპოლოგი, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი - ევროპული ეთნოლოგიის ინსტიტუტი

13:30-14:30 შესვენება

14:30-16:00 საათი – პანელური დისკუსია (II)
სოლიდარობის პრაქტიკა და საზოგადოების ფართო ფენების მობილიზაცია ადრეული საბჭოთა მმართველობის დროს

მომხსენებლები:

  • ნუგზარ პაპუაშვილი, პროფესორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი;
  • ნელი მანუჩარიანი, მკვლევარი, სომხეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი;
  • თოგრულ ველიევი, დამოუკიდებელი მკვლევარი, ეკონომისტი.

მოდერატორი – ქეთევან გურჩიანი, პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.


დღე II: 27 ოქტომბერი

11:00-12:30 საათი პანელური დისკუსია (III)
„სამიზდატიდან“ მასობრივ მობილიზაციამდე: საზოგადოებრივი მონაწილეობის ფორმების ცვლილება გვიან საბჭოთა პერიოდში

მომხსენებლები:

  • გაბრიელ ჩუბინიძე, მკვლევარი;
  • ვაჰრამ მარტიროსიანი, მწერალი;
  • დოქტორი შალალა მამედოვა, დამოუკიდებელი მკვლევარი.

მოდერატორი – ევია ჰოვანისიანი, პროექტის კოორდინატორი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ერევნის ოფისი

12:30-13:30 შესვენება

13:30-15:00 საათი – დისკუსია როგორ მოქმედებს 1980-1990-იანი წლების საპროტესტო კულტურა თანამედროვე საზოგადოებრივი მონაწილეობის პრაქტიკაზე?

მომხსენებლები:

  • გიორგი მაისურაძე, პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • ნაზრინ გადიმოვა-აკბულუთი, დამოუკიდებელი მკვლევარი;
  • გარიკ მისკარიანი, მეცნიერებისა და განათლების ფონდ „რესტარტის“ თანადამფუძნებელი

მოდერატორი – ქეთი სართანია, მკვლევარი.


სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური (სინქრონული თარგმანი უზრუნველყოფილი იქნება)

დრო: 26-27 ოქტომბერი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქუჩა №1

2023 წელი

 

ბანერები