ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონფერენციები

სამეცნიერო კონფერენცია ფრანგულ ლიტერატურაში

ღონისძიებები

სამშაბათს, 15 ივნისს,15 სთ-ზე ავსტრიის ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის რომანისტიკის მიმართულების სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია ფრანგულ ლიტერატურაში: "Littérature française: rupture et continuité". სტუდენტები წარმოადგენენ XX საუკუნის მწერლების: ანდრე ბრეტონის, ლუი ფერდინანდ დე სელინის, ჟან ანუის, მარგერიტ დიურასის, სამუელ ბეკეტის, ჟორჟ პერეკის, ალბერ კამიუს, გიიომ აპოლინერის შემოქმედების თავისებურებებს, მათი ნაწარმოებების როლს მრავალსაუკუნოვანი ფრანგული ლიტერატურის შემდგომ განვითარებაში.

კონფერენცია ტარდება პროექტის ”ფრანგული ლიტერატურა. წყვეტა და გაგრძელება. სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია და თარგმანი” ფარგლებში; ხელმძღვანელები: ფრანგი პროფესორი ვენსან ლე რუა და რომანისტიკის მიმართულები პროფესორი მზაღო დოხტურიშვილი.

კონფერენცია გაიმართება ფრანგულ ენაზე.

ბანერები