ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონფერენციები

საერთაშორისო კონფერენცია - www.21scon.org

ახალი ამბები

2022 წლის 18-19 მარტს ბრაზილიის ქიმიის საზოგადოებისა და სამხრეთ ბრაზილიის ქიმიის ჟურნალის Periódico Tchê Química ორგანიზებით დაგეგმილია მრავალპროფილიანი სამეცნიერო ონლაინ კონფერენციის ჩატარება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქეთევან კუპატაძე ამ საზოგადოებისა და ჟურნალის, ასევე კონფერენციის სამეცნიერო კოლეგიის წევრია.

შესავალი

2022 წლის სამხრეთ ბრაზილიის ქიმიის ჟურნალის კონფერენცია კულტურული ღონისძიებაა, ორგანიზებული სამხრეთ ბრაზილიის ქიმიის ჟურნალის Periódico Tchê Química-სა და სხვა პარტნიორების მიერ ქიმიის სამხრეთ ბრაზილიის ჟურნალის თითქმის 30-წლიანი არსებობის აღსანიშნავად.

კონფერენციის მიზანია ავტორები უზრუნველყოს ისეთი სივრცით, რომელშიც მათ შეეძლებათ წარდგნენ სამეცნიერო კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით, როგორებიცაა: პოსტერის პრეზენტაცია, მთლიანი ნაშრომის, ასევე გაფართოებული ამონარიდის გამოქვეყნება და წინასწარ ჩაწერილი პოსტერის პრეზენტაცია (დაახლოებით 5 წუთამდე).

კონფერენციის სტრუქტურა ისეა შედგენილი, რომ მეტი მნიშვნელობა მიანიჭოს ავტორის ნაშრომს, და არა მის ფინანსურ ინვესტიციას. შედეგად, რაც უფრო დიდია ავტორის ჩართულობა კონფერენციაში, მით ნაკლებია მისი ფინანსური ვალდებულება (მეტის სანახავად იხილეთ გადასახადებისა და ფასდაკლებების სექცია).

კონფერენციის ვებგვერდი განახლების პროცესშია. თუ გაქვთ დამატებითი კითხვები, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ. ველით თქვენს გამოხმაურებას.

სამეცნიერო პროგრამა

კონფერენცია დაიწყება პარასკევს, 18 მარტს, 10:00 საათზე, გახსნის ცერემონიით და პლენარული ლექციით. ლანჩის შემდეგ, 14:00-ზე, შეხვედრა განახლდება და გაგრძელდება 18.30 საათამდე კონფერენციებითა და მოწვეული ლექტორებით. ხუთშაბათს, 15 დეკემბერს, კონფერენცია დაიწყება 10:00 საათზე ორი პლენარული ლექციით. ლანჩის შემდეგ, 14:00 საათზე, შეხვედრა განახლდება და გაგრძელდება 18.30 საათამდე მოწვეული ლექტორების მონაწილეობითა და ზეპირი პოსტერების პრეზენტაციებით (ლექტორები დადასტურების პროცესში არიან).

კონფერენციის დახურვა იგეგმება შაბათს, 19 მარტს, 16:00 საათზე დაჯილდოების ცერემონიით და იმ ნაშრომების არჩევით, რომლებიც ღია წვდომის ჟურნალში უფასოდ გამოქვეყნდება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კოვიდ 19 პანდემიის გამო კონფერენციის ვებგვერდი მუდმივ განახლებასა და გაუმჯობესების პროცესშია.

ვებგვერდი: https://bit.ly/3weO0j4

გაფართოებული რეფერატისა და პრეზენტაციის წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 30 იანვარი

კონფერენციის ჩატარების თარიღი: 2022 წლის 18-19 მარტი

სრული ხელნაწერის წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 30 მარტი

მთავარი თემები

  • ქიმიის კლასიკური დარგები (ანალიტიკური ქიმია, ბიოლოგიური/ბიოქიმია, ქიმიური ინჟინერია, არაორგანული ქიმია, ორგანული ქიმია, ფიზიკური ქიმია)
  • ბირთვული ქიმია, საწვავები, ძრავა, პროპულსია, ენერგიის შენახვა, ბატარეები, ელექტროქიმია
  • ქიმიომეტრია, სტატისტიკა, მათემატიკა*, ფიზიკა*
  • ინჟინერია*, მასალების ქიმია, სამრეწველო მეცნიერებები, პეტროქიმია;
  • სამედიცინო ქიმია, ბიოორგანული ქიმია, ბიოფიზიკური ქიმია, ბიოლოგიური მეცნიერებები*, ბიოორგანული ქიმია, ოდონტოლოგია*, ნივთიერებების ბოროტად გამოყენება
  • გეოქიმია, აგროქიმია, მინერალოგია
  • ფარმაცევტული მეცნიერებები, ფარმაკოლოგია, წამლების აღმოჩენა
  • სხვა თემები, რომლებიც მოითხოვს წინასწარ შეთანხმებას

*= ის შემთხვევები, როცა კვლევა ეხება ქიმიურ მიდგომას

  • სამართალი** (აქტუალური თემები)
  • გარემოსდაცვითი კანონები. აუმჯობესებენ ისინი ადამიანის მდგომარეობას?
  • კიბერნეტიკული სამართლიანობა. შეიძლება AI-ის ინტეგრირება უზენაეს სასამართლოში?
  • გაკოტრების სამართალი + კოვიდ 19. არსებობს ამ საკითხის ანტიდოტი?
  • საგადასახადო სამართალი. როგორ შეუძლიათ დამარცხებულ სახელმწიფოებს ლაფერის მრუდის რეალობის გადალახვა?
  • წყლის ფტორირება კანონმდებლობის აღსრულებით. სავარაუდო სარგებელი აჭარბებს გვერდით მოვლენებს, მაგალითად, როგორიცაა კოგნიტიური შესაძლებლობების სავარაუდო შემცირება? არის თუ არა დრო, გადაიხედოს ბრაზილიური კანონი?
  • ფილოსოფია და მეცნიერების ისტორია**

**ეს ორი სპეციალური სექცია გამოქვეყნდება სამართლის, საჯარო პოლიტიკისა და ადამიანური მეცნიერებების ჟურნალში

  • სამეცნიერო განათლება (ქიმია, ფიზიკა, მათემატიკა, ინჟინერია, ბიოლოგია...)

შედეგები და დაჯილდოება

  • დოქტორი იონესკუს ჯილდო (16 საუკეთესო ხელნაწერისათვის, 2 ქეისი თითო ძირითად თემაზე. გაგზავნილი ფოსტის მიერ);
  • დასწრების ციფრული სერტიფიკატი (სრული ნაშრომის მოდალობა. გაგზავნილი ი-მეილით);
  • დასწრების ციფრული სერტიფიკატი (პოსტერის მოდალობა (PPT პრეზენტაცია) და Pitch წინასწარ ჩაწერილი პრეზენტაცია. გაგზავნილი ელექტრონული ფოსტით);
  • სრული ნაშრომები გამოქვეყნებულია სამხრეთ ბრაზილიის ჟურნალში ქიმია;
  • 18 საუკეთესო ხელნაწერი გამოქვეყნდება Periódico Tchê Química- ში (1806-0374) ყოველგვარი ხარჯის გარეშე. ეს გაკეთდება შემდეგი გადანაწილების მიხედვით: 6 ნაშრომს აირჩევს საგამომცემლო კომისია, 6 ნაშრომი შეირჩევა კენჭისყრით, 6 ნაშრომი აირჩევა ბრაზილიის ფარგლებს გარეთ გამომცემლების მიერ. * სამართლისა და ფილოსოფიისა და მეცნიერების ისტორიის სპეციალური კატეგორიები ვერ მიიღებს ამ შესაძლებლობას, ვინაიდან ისინი არ ეკუთვნის Periódico Tchê Química-ის თემატიკას.
  • ამონარიდებისა და პოსტერების წიგნი (ISBN-ის ჩათვლით). ციფრული ვერსია ხელმისაწვდომი იქნება უფასოდ ჩამოსატვირთად. ბეჭდური ვერსია კი უნდა გამოიწეროთ.
  • ნაშრომების 100% გამოიცემა DOI-ის მითითებით.
2021 წელი
ბანერები