ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონფერენციები

საერთაშორისო კონფერენცია „რა არის საბჭოთა პოსტსაბჭოთა სივრცეში“

ღონისძიებები

არასამთავრობო ორგანიზაცია „რუსეთის კვლევის ცენტრი“ კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით 30 ნოემბერს-1 დეკემბერს გამართავს საერთაშორისო კონფერენციას „რა არის საბჭოთა პოსტსაბჭოთა სივრცეში“.

კონფერენციის შესახებ

კონფერენცია ეძღვნება რუსეთისა და რეგიონის პოლიტიკაში წარსულისა და აწმყოს კავშირების გაგებას და მიზნად ისახავს მოგონებებს, ისტორიულ დისკურსებსა და სოციალურ პრაქტიკებს შორის ურთიერთდამოკიდებულების დადგენას მოცემულ გეოგრაფიულ ზონაში და ასახავს რეგიონის მომავალს.

კონფერენციაზე მრავალი სხვადასხვა დისციპლინის მეცნიერი შეაფასებს პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების მრავალფეროვან პოლიტიკურ ტრაექტორიებს და გამოკვეთს ამ სახელმწიფოთა თანამედროვე პოსტსაბჭოთა მახასიათებლებს, რომლებიც არცთუ ისე შორეული საერთო წარსულიდან გამომდინარეობს.

კონფერენციის განრიგი ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/30XJo5I

კონფერენციის ჩატარების ფორმატი და მონაწილეობა

კონფერენცია ჩატარდება დისტანციურად პლატფორმა ზუმის გამოყენებით.

დასწრების მონაცემები


30 ნოემბერი, 2021

გახსნა: 09:00-10:00

კონფერენციის გახსნაზე დასწრება შესაძლებელი იქნება ბმულზე: https://bit.ly/30tW0Ba

30 ნოემბერი, 2021

კონფერენციის პირველი და მეორე პანელები: 15:30-19:15

კონფერენციის პირველ და მეორე პანელებზე დასწრება შესაძლებელი იქნება ბმულზე: https://bit.ly/3DhNROz


1 დეკემბერი, 2021

კონფერენციის მესამე, მეოთხე და მეხუთე პანელები: 13:00-18:55

კონფერენციის მესამე, მეოთხე და მეხუთე პანელებზე დასწრება შესაძლებელი იქნება ბმულზე: https://bit.ly/3DoZ9AE


სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი)

დასწრება თავისუფალია.

2021 წელი

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები