ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონფერენციები

საერთაშორისო კონფერენცია „ქართველთა კულტურული კვალი გერმანიაში“

ღონისძიებები

2018 წლის 4-5 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ქართულ-გერმანული ურთიერთობების 200 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია: „ქართველთა კულტურული კვალი გერმანიაში“.

კონფერენციის მიზანია, შეაჯამოს და ქართველ და უცხოელ მეცნიერებს განსახილველად წარუდგინოს 2015-2018 წლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული ამავე სახელწოდების კვლევითი პროექტის შედეგები (პროექტის ხელმძღვანელი – პროფ. ნ. დობორჯგინიძე).

პროექტი დაფინანსებულია რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. კონფერენციის თანაორგანიზატორია რეგენსბურგის აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის კვლევების ინსტიტუტი.

კონფერენციის სამუშაო ენები: გერმანული (გერმანულენოვან მოხსენებებს ექნება ქართული ანოტაციები), ინგლისური.

დრო: 4-5 ოქტომბერი

ადგილი: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

დეტალური ინფორმაცია კონფერენციის პროგრამისა და მომხსენებლების შესახებ იხ. ბმულზე: http://qakuna.iliauni.edu.ge/ka/conference

ბანერები