ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონფერენციები

საერთაშორისო კონფერენცია ილიაუნიში

ღონისძიებები

3-4 ივნისს, 10.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (ავსტრიული ბიბლიოთეკა, ქ. ჩოლოყაშვილის 3/5, H 105 აუდიტორია) ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „მრავალეთნიკური ქალაქის მოდელი და ებრაელი ინტელექტუალები კულტურულ-ენობრივი იდენტობის ძიებაში”.

კონფერენცია ეწყობა ვენის, პრაღის, ფრანკფურტის, ერევნის, ბაქოსა და ქუთაისის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის ფარგლებში.

კონფერენციის სამეცნიერო ხელმძღვანელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო ფირცხალავა.

მხარდამჭერები არიან: ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურა-პოლიტიკის სექცია, ავსტრიის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი.

კონფერენცია გაიმართება გერმანულ და ინგლისურ ენებზე.

საერთაშორისო კონფერენციის პროგრამა.>>

ბანერები