ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონფერენციები

საერთაშორისო კონფერენცია „ცენტრი და პერიფერია: პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და ენობრივი სივრცის ადაპტაცია თანამედროვეობაში“

ღონისძიებები

19 აპრილს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „ცენტრი და პერიფერია: პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და ენობრივი სივრცის ადაპტაცია თანამედროვეობაში“.

სამდღიანი მრავალდარგობრივი საერთაშორისო კონფერენცია პირველსა და მესამე დღეს (18, 20 აპრილს) თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართება.

სხვადასხვა დარგის ქართველი და უცხოელი მკვლევრები ცენტრისა და პერიფერიის პერსპექტივიდან გააანალიზებენ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, ენობრივ და ლიტერატურულ პროცესებს.

კონფერენცია მომზადებულია ლილისა (Université de Lille) და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტების ინიციატივით. მის ორგანიზებაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის გარდა მონაწილეობდნენ ფრანგული ინსტიტუციები: ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი (Université franco-géorgienne), ვანდეს კათოლიკური ინსტიტუტი (ICES – Institut Catholique de Vendée), რომანულ კვლევათა ექსის ცენტრი – ექს-მარსელის უნივერსიტეტი (CAER – Aix-Marseille Université).

სამუშაო ენები: ფრანგული, ინგლისური

დრო: 19 აპრილი, 10:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

 

2023 

 

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები