ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონფერენციები

პროექტის „მოსწავლეთა ეროვნული კონფერენცია ვიზუალურ პროგრამირებაში“ მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბსა და კომპიუტერული ტექნოლოგიების სასკოლო ლაბორატორია „ექსპლორიუმთან“ ერთად აცხადებს პროექტის „მოსწავლეთა კონფერენცია“ მონაწილეების შესარჩევ კონკურსს. 

კონფერენციაზე მოსწავლეებმა პედაგოგების დახმარებით უნდა წარადგინონ ციფრული პროექტი: სხვადასხვა სირთულის თამაში, ანიმაცია ან ჭკვიანი აპლიკაცია, შექმნილი ვიზუალური პროგრამირების ერთ-ერთ გარემოში, SCRATCH-ში.

პროექტი განკუთვნილია IV-VII კლასების მოსწავლეებისთვის, რომლებმაც საგნის „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ ფარგლებში ან არაფორმალური განათლების ცენტრების დახმარებით შეისწავლეს პროგრამა Scratch-ი და შექმნეს პროექტი.

შერჩეული კონკურსანტები მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლეთა კონფერენციაში. თითოეული მათგანი, ისევე როგორც პედაგოგები, რომლებიც მონაწილეებს რეგისტრაციის პროცესში დაეხმარნენ, დასაჩუქრდებიან ბრენდირებული ნივთებით. 

მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართება 23-24 სექტემბერს. პირველი დღე იქნება სრულად დისტანციური, შესაბამისად რეგიონში მცხოვრებ მოსწავლეებს შეუფერხებლად შეეძლებათ პროექტში მონაწილეობა, მეორე დღე კი ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკის ფარგლებში გაიმართება.


ვის შეუძლია პროექტში მონაწილეობა?

IV-VII კლასების მოსწავლეებს, რომლებმაც საგნის ,,კომპიუტერული ტექნოლოგიები“ ფარგლებში ან არაფორმალური განათლების ცენტრების დახმარებით შეისწავლეს პროგრამა Scratch.

პროექტში მონაწილეობისთვის აუცილებელია ვიზუალური პროგრამირების ყველაზე გავრცელებულ გარემოში, SCRATCH-ში, გქონდეთ შექმნილი ციფრული პროექტი: კომპიუტერული თამაში, ინტერაქციული ანიმაცია ან ჭკვიანი აპლიკაცია.


როგორ მივიღო მონაწილეობა პროექტში?

პროექტში მონაწილეობისთვის საჭიროა 2022 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და ფორმაში მოცემული სატესტო დავალება – ვიდეო ატვირთოთ, რომელშიც მონაწილემ უნდა წარადგინოს საკუთარი თავი და თავისი ციფრული პროექტი.


სააპლიკაციო ფორმა

სარეგისტრაციოდ შეავსე შემდეგი სააპლიკაციო ფორმა: https://bit.ly/3RtkL5v


რატომ უნდა მივიღო მონაწილეობა პროექტში?

მონაწილეობის დადებითი მხარეები:

  • პროექტში მიღებული გამოცდილებით ბავშვებს უვითარდებათ საპრეზენტაციო უნარები;
  • პროექტი წაახალისებს თითოეულ მოსწავლეს, გულმოდგინედ მოუსმინონ სკოლაში საგანს „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ და ვიზუალური პროგრამირების შესწავლით განივითარონ ლოგიკა, შემოქმედებითობა, წარმოსახვა და პროექტებზე მუშაობის უნარი;
  • მოსწავლეები წახალისდებიან, რომ დაეუფლონ თანამედროვე პროფესიას – პროგრამირებას.

მოსწავლეთა კონფერენციის შესახებ

2021-2022 სასწავლო წელს ეროვნულ სასწავლო გეგმას დაემატა ვიზუალური პროგრამირების კომპონენტი. მიუხედავად მცირე დროისა, როგორც „ექსპლორიუმის“ მოსწავლეებმა, ასევე საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებმა ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი შექმნეს.

პროექტი „მოსწავლეთა კონფერენცია“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების სასკოლო ლაბორატორია „ექსპლორიუმის“ ერთობლივი ინიციატივით ეროვნული მასშტაბით ხორციელდება. პროექტი ინოვაციურია და მიზნად ისახავს ტექნოლოგიური სფეროს ყველაზე მოთხოვნადი პროფესიით, პროგრამირებით, დაინტერესებული მოსწავლეების განვითარების ხელშეწყობასა და წახალისებას. 

2022 წელი

 

ბანერები