ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონფერენციები

კონფერენცია "ინფორმაციული წიგნიერება 2011“

ღონისძიებები

5 ივლისს, 12.00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ახალ დარბაზში, ჩატარდება კონფერენცია „ინფორმაციული წიგნიერება 2011“.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ უნივერსიტეტის პირველი წლის სტუდენტები და წარადგენენ კურსის „ინფორმაციული წიგნიერება“ ფარგლებში მომზადებულ პრეზენტაციებს.

კონფერენციაზე მოწვეულ სტუმრებს საშუალება ექნებათ, მოისმინონ მრავალფეროვანი და საინტერესო პრეზენტაციები, ასევე ჩაერთონ კონფერენციის მსვლელობის პროცესში და დასვან მათთვის საინტერესო საკითხებზე კითხვები, გამოთქვან მოსაზრებები და საკუთარი შთაბეჭდილებები.

მისამართი: გიორგი წერეთლის ქ.#3, ოთახი 911, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის შენობა.

ბანერები