ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონფერენციები

კონფერენცია ”გვახსოვდეს საინგილო”

ღონისძიებები

25 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (A კორპუსი, 101-ე აუდიტორია; მის.: ი. ჭავჭავაძის #32) გაიმართება კონფერენცია  სახელწოდებით ”გვახსოვდეს საინგილო”.

კონფერენციაზე განიხილება  საინგილოში  განათლებისა  და  კულტურის სფეროებში არსებული  პრობლემები.

მოხსენებით გამოვლენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: კონსტანტინე ჟღენტი და სიმონ ჯანაშია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი ქალბატონი რუსუდან ჭანტურია, დიასპორის სამინსტროს ცენტრალური აპარატის წარმომადგენელი ბატონი თემურ ტარტარაშვილი. საინგილოს კულტურული და ისტორიული ძეგლების მდგომარების შესახებ ანალიზს წარმოადგენენ საქართველო ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორი ბატონი ბუბა კუდავა და ივ. ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ბონდო კუპატაძე.

ბანერები