ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონფერენციები

კონფერენცია ფოტომოყვარულთათვის

ღონისძიებები

20-24 მარტს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში (ი.ჭავჭავაძის გამს.32), Kikala-Studio-ს, ილიაუნის სემიოტიკის კვლევითი ცენტრისა და  სტუდენტთა შემოქმედებითი კლუბის ინიციატივით ფოტომოყვარულთათვის გაიმართება ფოტოხედვის სასწავლო კონფერენცია ”ჩვენ ვქმნით სინათლით”.

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია  მამუკა კიკალიშვილის მასტერკლასი Kikala-Studio-ში,გურამ წიბახაშვილის მასტერ-კლასი. გაიმართება დიალოგი ფოტოხელოვნებაზე, სტუმრად იქნებიან  _ ზურაბ გურიელიძე, ცირა ბარბქაძე, კახაბერ შარტავა, მიშა გიორგაძე, დავით ქორიძე.

სასწავლო კონფერენციის ბოლოს მოეწყობა თავისუფალი ფოტოსესია ცხენებთან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საცხენოსნო ცენტრში, სადაც შეგიძლიათ დაგეგმოთ და შექმნათ ნებისმიერი ჟანრის ფოტო და, ამავე დროს, მონაწილეობა მიიღოთ კონკურსში. ფოტონამუშევრებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური, გამარჯვებულები მიიღებენ პრიზებს, ხოლო ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი. დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება  3 აპრილს, 17.00 საათზე,  წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” .

ფოტოგრაფია _ სინათლის ენაა... შექმენით და გამოავლინეთ თქვენი უნიკალური სამყარო სინათლის საშუალებით; გაიზიარეთ პროფესიონალთა გამოცდილება და ეძიეთ და შეიცანით საკუთარი საზღვარი დ უსაზღვროება კადრებში...

იხილეთ პროგრამა

ბანერები