ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონფერენციები

კონფერენცია „ენისა და მეტყველების თერაპევტების თანამშრომლობა მომიჯნავე დარგების სპეციალისტებთან“

ღონისძიებები

6 მარტს, 13:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ენისა და მეტყველების თერაპევტთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართება ენისა და მეტყველების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია „ენისა და მეტყველების თერაპევტების თანამშრომლობა მომიჯნავე დარგების სპეციალისტებთან“.

მოხსენებებს წაიკითხავენ ენისა და მეტყველების თერაპევტები, ფსიქოლოგები, ადრეული განვითარების სპეციალისტი, ოკუპაციური, სენსორული, ქცევითი თერაპევტები, დამსწრეთ გააცნობენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან თანამშრომლობისა და ერთობლივად მუშაობის შედეგებს კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების სხვადასხვა დარღვევის დროს.

6 მარტს, ენისა და მეტყველების თერაპიის დღეს, ყოველწლიურად აღნიშნავს ენისა და მეტყველების თერაპიის ევროპის ასოციაცია EUROPEAN SPEECH AND LANGUAGE THERAPY ASSOCIATION (ESLA).

ამ დღის მიზანია კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპევტის როლის შესახებ საზოგადოებისა და მომიჯნავე სპეციალისტების ცნობიერების ამაღლება.

2024 წლის თემაა მომიჯნავე სპეციალისტებსა და მშობლებთან თანამშრომლობა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 595 69 99 91

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 6 მარტი, 13:30 სთ.

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ.N1

დასწრება თავისუფალია.

2024

 

ბანერები