ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონფერენციები

I საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

ღონისძიებები

ამა წლის 29 აგვისტოდან 3 სექტემბრის  ჩათვლით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი, ტაივანის ეროვნული უნივერსიტეტი, გეომეცნიერების დეპარტამენტი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ახორციელებს

I საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ  კონფერენციას - კავკასიის აქტიური ტექტონიკა, მაგმატიზმი-ბუნებრივი საფრთხეები და რესურსები.

კონფერენციის მიზანია რეგიონის აქტიური ტექტონიკის უახლესი კვლევის წარმოჩენა და ანალიზი; თანამედროვე აქტიური ტექტონიკის შესწავლის მეთოდების (გამოყენებითი გეოფიზიკა, GPS დაკვირვებები, დისტანციური ზონდირება, სეისმოლოგია, გეოქიმია და სხვ. ) მიღწევებისა და გამოყენების უახლესი შედეგების განხილვა; თანამედროვე აქტიურ ტექტონიკასთან დაკავშირებული სეისმურობის და სხვა გეოსაფრთხეების ანალიზი, მათი კვლევისა და პრევენციის თანამედროვე მეთოდების გამოყენების მაგალითების გაცნობა; თანამშრომლების ახალი სფეროების და ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დასახვა და შემუშავება.

კონფერენციის ძირითადი სესიები ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ა/წ. 29-31 აგვისტოს, ხოლო,  სამეცნიერო-პრაქტიკული გასვლითი სემინარი ჩატარდება  სტეფანწმინდაში - ა/წ. 1-3 სექტემბერს.

ბანერები