ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონფერენციები

ჰიბრიდული კონფერენცია 2022 – კვლევიდან პრაქტიკამდე

ღონისძიებები

27-29 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს საუნივერსიტეტო სწავლების გაუმჯობესების (IUT) პროგრამის მიერ ორგანიზებულ 48-ე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას „კვლევიდან პრაქტიკამდე“.

კონფერენციაზე მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მკვლევრები პროფესიული დიალოგის ფორმით ისაუბრებენ შემდეგ საკითხებზე: როგორ გავაუმჯობესოთ სასწავლო პრაქტიკა კვლევის შედეგებზე დაყრდნობით? როგორ ჩავრთოთ სტუდენტები საკუთარი სწავლის პროცესის გაუმჯობესების პროცესში? როგორ შეგვიძლია უკეთ დავეხმაროთ სტუდენტებს ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეების იდენტიფიცირებასა და სირთულეებთან გამკლავებაში და სხვ.

კონფერენცია გაიმართება ჰიბრიდულ რეჟიმში.

კონფერენციაზე ვირტუალურად დასწრების მსურველებს ჯერ კიდევ შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/3znFrWp

კონფერენციის სრული განრიგი შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: iutconference.com

2022 წელი

ბანერები