ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონფერენციები

”ევროპული შემოქმედებითი კვლევები”

ღონისძიებები

7-8 მარტს, 10.00 საათზე, პირველად საქართველოსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი გიწვევთ კონფერენციაზე -” ევროპული შემოქმედებითი კვლევები”.

კონფერენციაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: შემოქმედებითი კვლევების აუცილებლობა, შემოქმედებითი კვლევა ევროპაში-განსხვავებული გამოცდილებანი, სახელოვნებო მეცნიერების თეორია და პრაქტიკა, საუკეთესო ნიმუშები, ერთობლივი სადოქტორო პროგრამა - ევროპული სადოქტორო პროგრამა შემოქმედებით კვლევაში და ა.შ.

8 მარტს, 17.00 საათზე ხელი მოეწერება მემორანდუმს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ლეიდენის უნივერსიტეტის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების აკადემიას /ნიდერლანდები/ შორის, ასევე ევროპის კულტურათა სახლის პრეზიდენტი, პროფესორი ფრანს დე რუიტერი ოფიციალურად გახსნის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელოვნების სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტთან არსებულ ”ევროპის კულტურათა სახლს”. პროექტის პარტნიორია ნიდერლანდების სამეფოს კულტურის საერთაშორისო ფონდი კავკასია.

მისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 32, “A” 103-ე აუდიტორია.

ბანერები