ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონფერენციები

ევროპის დიგესტიური ქირურგიის მე-15 კონფერენცია

ღონისძიებები

20-22 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება ევროპის დიგესტიური ქირურგიის (European Digestive Surgery 2023) მე-15 საერთაშორისო კონფერენცია.

კონფერენციის პროგრამა მოიცავს დიგესტიური მედიცინის ტრადიციულ გამოწვევებსა და თანამედროვე მიღწევებს, რომელთაც წარადგენს ევროპისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების 30-ზე მეტი მაღალკვალიფიციური სპიკერი.

მომხსენებელთა შორის იქნებიან ქართული სამედიცინო საზოგადოების გამოჩენილი წარმომადგენლები, მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები.

კონფერენცია ასევე მოიცავს დიგესტიურ მედიცინასთან დაკავშირებულ ისეთ დარგებს, როგორებიცაა: ონკოლოგია, გასტროენტეროლოგია, რადიოლოგია, ტრანსპლანტოლოგია და სხვ., რათა დელეგატებს შევთავაზოთ დიდი ინტერდისციპლინური პროგრამა. სპეციალურ საპატიო სესიაზე ლექციებს წაიკითხავენ მედიცინის მსოფლიო მასშტაბის ოსტატები.

კონფერენციის სამეცნიერო და სოციალური პროგრამა შეიმუშავა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლამ, საქართველოს წამყვანმა კვლევითმა და საგანმანათლებლო ინსტიტუტმა.

სამუშაო ენა: ინგლისური

დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის იხილეთ კონფერენციის ვებგვერდი: eds2023.org

EDS Tbilisi 2023 საორგანიზაციო გუნდი:

  • ივანე აბიათარი, EDS 2023-ის პრეზიდენტი
  • ტიერი ბერნი, სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარე
  • კობა შანავა, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე

კონფერენციის აკადემიური პარტნიორები:

  • პ. შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია;
  • ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი;
  • ბაუ-ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

კონფერენცია აკრედიტებულია უწყვეტი სამედიცინო განათლების ევროპული აკრედიტაციის საბჭოს (EACCME) მიერ და გაიცემა მაქსიმუმ 13 ევროპული CME კრედიტი.

2023 წელი

ბანერები