ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონფერენციები

Beyond Borders: Korean-Georgian Youth Camp – სტუდენტური კონფერენცია და ბანაკი

ღონისძიებები

4-8 ივლისს ინჰასა და ილიაუნის კვლევითი ცენტრის ინიციატივით, გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტისა და ილიაუნის კორეული კულტურის სტუდენტური კლუბის თანამშრომლობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სტუდენტური კონფერენცია და ყაზბეგში, ილიაუნის სამეცნიერო ბაზაზე, მოეწყობა ბანაკი.

ბანაკის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთმანეთს გააცნონ და გაუზიარონ თავისი ქვეყნის კულტურა და ტრადიციები, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ღონისძიებასა და ვორკშოპში, კერძოდ: ტრადიციული ცეკვისა და ტანსაცმლის წარდგენაში, ტრადიციული საჭმლის მომზადებასა და დაგემოვნებაში, ტაეკვანდოს საჩვენებელ გაკვეთილში, ფილმის ჩვენებაში, ერთმანეთს გაუზიარონ შთაბეჭდილებები.

მონაწილეებისთვის დაგეგმილია გასვლითი ღონისძიება.

პროექტის მიზანია ქართველ და კორეელ სტუდენტებს კავშირის დამყარება და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.

ბანაკის ხანგრძლივობა: 2 ღამე და 3 დღე (6-8 ივლისი)

სამუშაო ენა: ინგლისური

მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს.

ბანაკის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

კურსზე რეგისტრაციის მსურველებმა 14 ივნისის ჩათვლით უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა

დამატებითი ინფორმაციისათვის:  tamta.abuladze@iliauni.edu.ge

შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან არაუგვიანეს 20 ივნისისა.

2024

ბანერები