ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონფერენციები

ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების რეგიონული ფორუმი – KMO 2018

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პოლონური პარტნიორი ფონდის „ფონდი სკოლა კლასთან"  თანამშრომლობის  ფარგლებში 29 ივნისს თბილისში გაიმართება ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების რეგიონული ფორუმი   –  KMO 2018 .

ფორუმის მიზანია, საქართველოში ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების მუშაობის გამოცდილების გაზიარება და კლუბის წევრებისთვის ახალი სტრატეგიის გაცნობა, რომლის ფარგლებშიც მოხდება პროექტის „ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების მხარდაჭერა საქართველოში“ პრეზენტაცია.

ფორუმის პირველი ნაწილი დაეთმობა მკვლევართა კლუბების ქსელის, პოლონელი კოლეგებისა და ტრენერების  პრეზენტაციებს.

ფორუმის მონაწილეები გაეცნობიან კლუბების მუშაობის პოლონურ პრაქტიკას, განხილული იქნება თანამშრომლობის სხვადასხვა შესაძლებლობა, რომელთაც  პროექტის ფარგლებში პოლონელი ექსპერტები და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სთავაზობს მკვლევართა კლუბებსა და მასწავლებლებს.

შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმობა ვორკშოპსა და პროექტების გამოფენას.ღონისძიების დასასრულს გამოცხადდება  ტრენინგისთვის შერჩეულ მასწავლებელთა ვინაობა.

ვორკშოპს გაუძღვებიან ფონდ „ფონდი სკოლა კლასისა“ და „კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრის“ ტრენერები: ალესია ოლეშუკი, ბარბარა როსტეკი და ჰანა ზიელინსკა.

ფორუმი ტარდება პროექტის „ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს პოლონური ფონდი „ფონდი სკოლა კლასთან“.  მისი შინაარსობრივი პარტნიორია კოპერნიკის სამეცნიერო  ცენტრი, რომელიც ამავე დროს ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის პროგრამის კოორდინატორია.  სტრატეგიული პარტნიორია „პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდი“. საქართველოს მხრიდან ლიდერია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

პროექტი თანადაფინანსებულია პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდის მიერ „RITA – რეგიონი გარდამავალ პერიოდში“ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ფონდი „განათლება დემოკრატიისათვის“.

ფორუმში მონაწილეობისათვის საჭიროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და წარმოადგინოთ თქვენი კლუბის მიერ განხორციელებული პროექტი.

განცხადების მიღების ბოლო ვადა:  22 ივნისი, 2018 წელი
დრო: 29 ივნისი, 10:30 -17:30 საათი
ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 ), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკონტაქტო ინფორმაცია:

ნატო სამხარაძე – პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი
ელფოსტა: Yexclub@iliauni.edu.ge
ტელ.: 577 96 25 10

მეგი ბიბილური - პროექტის კოორდინატორი პოლონური მხრიდან
ელფოსტა: megi.bibiluri@szkolazklasa.org.pl

გისურვებთ წარმატებას!

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები