ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში - ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია

ღონისძიებები

12 დეკემბერს, 18:00 საათზე, E 207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ე. ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია.

გაიმართება 2 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია.

  • მოხსენებას თემაზე „მზე და კოსმიური ამინდი“ წაიკითხავს პროფესორი თემურ ზაქარაშვილი.

ანოტაცია

მზე არის უახლოესი ვარსკვლავი, რომელიც უდიდეს გავლენას ახდენს მზის სისტემაზე, დედამიწის ატმოსფეროსა და ცოცხალ ორგანიზმებზე. ამიტომ მზის კვლევას აქვს უდიდესი მნიშვნელობა კაცობრიობის შემდგომი სამეცნიერო-ტექნიკური განვითარებისთვის. მზის ფიზიკის ჯგუფი წარმოადგენს ახალგაზრდა სწრაფად განვითარებად კვლევით ერთეულს, რომელსაც აქვს ჩამოყალიბებული კავშირები მსოფლიოს მრავალ სამეცნიერო ცენტრთან და უნივერსიტეტთან, აგრეთვე, გააჩნია უშუალო წვდომა თანამედროვე კოსმოსური და დედამიწაზე არსებული ტელესკოპების მიერ მიღებულ დაკვირვებით მასალაზე. მოხსენება შეეხება მზის ფიზიკაში არსებულ მთავარ პრობლემებს და ჯგუფის მიერ ამ პრობლემების გადაჭრისთვის განხორციელებულ კვლევებს. მომხსენებელი მიმოიხილავს ჯგუფის მომავალ სამეცნიერო-კვლევით გეგმებს.

  • მოხსენებას თემაზე „ატმოსფერო-იონოსფერული პროცესები როგორც კლიმატის ცვლილებისა და კოსმოსური ამინდის განვითარების ინდიკატორი“ წაიკითხავს პროფესორი გოდერძი დიდებულიძე.

ანოტაცია

განხილული იქნება აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში დედამიწის ატმოსფეროსა და ახლო კოსმოსის არსებული და მიმდინარე ექსპერიმენტული და თეორიული კვლევის შედეგები. დემონსტრირებული იქნება შედეგები, რომლებიც აჩვენებს ატმოსფერო-იონოსფეროს პარამეტრების გრძელვადიანი ცვლილებების კავშირს კოსმოსურ ფაქტორთან, კავკასიის რეგიონში კლიმატის ცვლილებასთან და რეგიონის დამახასიათებელ დინამიურ პროცესებთან. აღწერილი იქნება კვლევების რეგიონალური და გლობალური მნიშვნელობა და მათი განვითარების სამომავლო გეგმები.

დრო: 12 დეკემბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები