ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გენდერული ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიანი გლობალური კამპანია

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამასთან – „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) – თანამშრომლობით უერთდება გენდერული ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიან გლობალურ კამპანიას.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია, რომელიც 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით გრძელდება, წარმოადგენს სხვადასხვა აქტივობას, რომლებსაც ერთი საერთო მიზანი აქვს: დასრულდეს ძალადობა ქალებისა და გოგონების მიმართ მსოფლიოში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ კამპანიის ფარგლებში არაერთ ღონისძიებას გამართავს.

ღონისძიებების განრიგი:

➤ დოკუმენტური ფილმის ''RBG'' კინოჩვენება და დისკუსია

ფილმი მოგვითხრობს რუთ ბეიდარ გინზბურგზე, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ქალზე, მის რთულ და წინააღმდეგობებით სავსე გზაზე, გარდამტეხ გადაწყვეტილებებსა და ბრძოლაზე ქალთა უფლებებისთვის.

ფილმის ენა: ინგლისური
დრო: 20 ნოემბერი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: სულხან-საბა ორბელიანის სამკითხველო დარბაზის სამუშაო სივრცე (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვრცლად ღონისძიების შესახებ იხ.ბმულზე.

➤  პანელური დისკუსია თემაზე „გენდერული ძალადობა და სექსუალური შევიწროება“

გენდერული ნიშნით ძალადობა და სექსუალური შევიწროება საქართველოსთვის დიდი გამოწვევაა. პანელური დისკუსიის ფარგლებში მომხსენებლები ისაუბრებენ, რა მდგომარეობაა საქართველოში სექსუალური შევიწროებისა და გენდერული ნიშნით ძალადობის კუთხით და სახელმწიფოს პოლიტიკაში ამ პრობლემებთან საბრძოლველად. პანელური დისკუსია ასევე შეეხება ევროკავშირის გამოცდილებას ამ სფეროში.

სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი)
დრო: 27 ნოემბერი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვრცლად ღონისძიების შესახებ იხ.ბმულზე.

➤  საჯარო ლექცია/დისკუსია თემაზე: „ნადია მურადი – ბრძოლა სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ“

ნადია მურადის ისტორია თანაბრადაა შემზარავი და შთამაგონებელი. 25 წლის იეზიდი გოგონა, რომელიც რამდენიმე წლის წინ უდიდესი ტერორისტული ორგანიზაციის ISIS-ის სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი, ე.წ., სექსუალური მონა, იყო, ახლა 2018 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატია და სექსუალური ძალადობის ომის იარაღად გამოყენების წინააღმდეგ იბრძვის.

დრო: 29 ნოემბერი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვრცლად ღონისძიების შესახებ იხ. ბმულზე.

2018 წელი

ბანერები