ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია და დისკუსია თემაზე „ნადია მურადი – ბრძოლა სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ“

ღონისძიებები

29 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო ლექცია/დისკუსია თემაზე „ნადია მურადი – ბრძოლა სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ“

მომხსენებლები:

აგიტ მირზოევი – ადამიანის უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია ჩართულობისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი

თამარ კაპანაძე – ილიაუნის სამართლის სკოლისა და ადამიანის უფლებათა მიმართულების მკვლევარი, არასამთავრობო ორგანიზაცია Truth Hounds-ის პროექტების ოფიცერი.

ნადია მურადის ისტორია თანაბრადაა შემზარავი და შთამაგონებელი. 25 წლის იეზიდი გოგონა, რომელიც რამდენიმე წლის წინ უდიდესი ტერორისტული ორგანიზაციის ISIS-ის სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი, ე.წ. სექსუალური მონა, იყო, ახლა 2018 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატია და სექსუალური ძალადობის ომის იარაღად გამოყენების წინააღმდეგ იბრძვის.
საერთაშორისო სისხლის სამართლის მიხედვით გაუპატიურება და სექსუალური დამონება შეიარაღებული კონფლიქტის ერთ-ერთი იარაღია და მის წინააღმდეგ ბრძოლა თანამედროვე მსოფლიოსთვის მწვავე გამოწვევაა.

ერთ დღეში დანგრეულმა ცხოვრებამ, ოჯახის შვიდი წევრის მკვლელობამ და ტერორისტების ბანაკში გატარებულმა უმძიმესმა დღეებმა ნადია ვერ გატეხა და ვერ დაუკარგა ყველაზე მთავარი – ხმა, რომელიც დღეს გამორჩეულად ისმის ქალთა უფლებათა დაცვის სფეროში.

ობოლი, გაუპატიურების მსხვერპლი, მონა, დევნილი – მან არ მისცა ამ იარლიყებს საკუთარი ცხოვრების განსაზღვრის უფლება და გარდაიქმნა იეზიდ ლიდერად, ქალთა უფლებების დამცველად, ნობელის პრემიის ლაურიატად, გაეროს კეთილი ნების ელჩად და გოგოდ, რომელიც გადარჩა. ნადია საკუთარი მაგალითით ამტკიცებს, რომ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და არსებული რეალობის შეცვლა ყველას შეუძლია.

#16დღიანიკამპანიის ფარგლებში ვისაუბრებთ ნადია მურადის რთულ და წინააღმდეგობებით სავსე გზაზე და იმ გამოწვევებზე, რომლებთან გამკლავებაც იეზიდებს მთელს მსოფლიოში უწევთ.

დრო: 29 ნოემბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები