ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პანელური დისკუსია თემაზე: „გენდერული ძალადობა და სექსუალური შევიწროება“

ღონისძიებები

27 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე: „გენდერული ძალადობა და სექსუალური შევიწროება“.

მომხსენებელები:
სოფო ჯაფარიძე – პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის დაცვის საკითხებში, გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე

თამარ ჩუგოშვილი – პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე

ლონდა თოლორაია – შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორი

პატრიცია როსა გარსია – EU supportig the Inter-Agency Commission on Gender Equality პროგრამის ხელმძღვანელი

მოდერატორი: დეა გოშხეთელიანი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი

გენდერული ნიშნით ძალადობა და სექსუალური შევიწროება საქართველოსთვის დიდი გამოწვევაა. პანელური დისკუსიის ფარგლებში მომხსენებლები ისაუბრებენ, რა მდგომარეობაა საქართველოში სექსუალური შევიწროებისა და გენდერული ნიშნით ძალადობის კუთხით და სახელმწიფოს პოლიტიკაშიამ პრობლემებთან საბრძოლველად. პანელური დისკუსია ასევე შეეხება ევროკავშირის გამოცდილებას ამ სფეროში.

სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი)

დრო: 27 ნოემბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

2018 წელი

ბანერები