


შიდა მობილობა 2015-1016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის
შიდა მობილობის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, გადავიდნენ ერთი ფაკულტეტიდან/სკოლიდან სხვა ფაკულტეტზე/სკოლაში, ინდივიდუალური მიღების მქონე პროგრამიდან საერთო მიღების მქონე პროგრამაზე ან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებზე.
საბაკალავრო საფეხურზე შიდა მობილობის წესით სარგებლობის მსურველებმა, რომლებიც ფაკულტეტს/სკოლას იცვლიან ან სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამებიდან სხვა პროგრამაზე გადადიან, განცხადება უნდა დაწერონ არგუსზე. დანარჩენ სტუდენტებს კი განცხადების დაწერის გარეშე, არგუსზევე შეუძლიათ პროგრამის შეცვლა.
სამაგისტრო საფეხურზე შიდა მობილობის წესით შესაძლებელია გადასვლა მხოლოდ იმ სამაგისტრო პროგრამაზე, რომელსაც შეესაბამება სტუდენტთა მიერ ჩაბარებული საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი. მობილობისთვის მაგისტრანტებმა არგუსზე უნდა დაწერონ შესაბამისი განცხადება.
არგუსზე შიდა მობილობასთან დაკავშირებით განცხადებების დაწერისა და პროგრამის ცვლილების ბოლო ვადაა: 2016 წლის 15 თებერვალი.
შიდა მობილობის საბოლოო შედეგები ცნობილი გახდება არაუგვიანეს 2016 წლის 9 მარტისა.
შენიშვნა: სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საბაკალავრო პროგრამიდან მობილობის შემთხვევაში სტუდენტი კარგავს დაფინანსებას და უნარჩუნდება მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოპოვებული სახელმწიფო გრანტი ( 100%, 70% ან 50% ).
დამატებითი ინფორმაციისათვის:
032 2 22 00 09