ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირის 2019 წლის ფინალი

ახალი ამბები

25 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა საქართველოს ახალგაზრდა 

ფიზიკოსთა ტურნირის 2019 წლის ფინალი.

გამოვლინდნენ ტურნირის გამარჯვებულები:

I ადგილი: გუნდი „ვეკუა“

II ადგილი:  გუნდი „კომაროვი 3“

III ადგილი:  გუნდი „კომაროვი 1“

საქართველოს ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირის ფინალს ესწრებოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო და მედიცინის ფაკულტეტის დეკანი დავით თარხნიშვილი.

დეკანმა გუნდებს გამარჯვება მიულოცა და გააცნო ინფორმაცია ილიაუნის გადაწყვეტილების შესახებ, კერძოდ: უნივერსიტეტი ფარავს საქართველოს საწევრო გადასახადს, რითაც მხარს უჭერს ახალგაზრდა ფიზიკოსთა ნაკრების გამგზავრებასა და მონაწილეობას საერთაშორისო შეჯიბრებაში (IYPT 2019), რომელიც ივლისში პოლონეთში გაიმართება.

ბანერები