ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

პროფესორ ირინა ლობჟანიძის ნაშრომი Springer-ში გამოქვეყნდა

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის პროფესორის, ირინა ლობჟანიძის სამეცნიერო ნაშრომი ''Finite-State Computational Morphology: An Analyzer and Generator for Georgian“ Springer-ში გამოქვეყნდა. 

კვლევის აღწერა:

ნაშრომი სრულყოფილად ასახავს ქართულის სასრული პოზიციის მორფოლოგიის მიმდინარე კვლევებსა და საშუალებებს, მკითხველს წარმოდგენას უქმნის ქართული მორფოსინტაქსისა და მისი კომპიუტერული დამუშავების შესახებ. წიგნი იწყება კვლევის ძირითად მიმართულებათა მიმოხილვით, მოიცავს სიტყვისა და მისი კომპონენტების აღწერას და სრულდება ქართული მორფოსინტაქსისა და ქართულის მორფოლოგიური ანალიზატორისა და გენერატორის მიმოხილვით.

წიგნი შედგება სამი თავისა და დანართებისაგან. პირველი თავი ეთმობა ქართულის მორფოსინტაქსური სტრუქტურის მიმოხილვას, მეორე ყურადღებას ამახვილებს სასრული პოზიციის ტექნოლოგიის გამოყენებასა და ქართულის ტოკენიზატორის, მორფოლოგიური ანალიზატორისა და გენერატორის შედგენაზე, მესამე თავში კი განხილულია ანალიზატორის შედეგების ტესტირება და შეფასება.

ბმულიhttps://bit.ly/3syG4HQ

სამეცნიერო ნაშრომი

Lobzhanidze I. (2022) Finite-State Computational Morphology. Springer, Cham. https://bit.ly/3sIfgoN

კონტაქტი

პროფ. ირინა ლობჟანიძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი
irina_lobzhanidze@iliauni.edu.ge
https://faculty.iliauni.edu.ge/arts/irina-lobzhanidze/

2022 წელი

 

ბანერები