ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

პროექტის „საბჭოთა მეხსიერება“ საინაუგურაციო ღონისძიება

ახალი ამბები

დღეს, 14 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა პროექტის „საბჭოთა მეხსიერება“ ინაუგურაციას უმასპინძლა.
„საბჭოთა მეხსიერება“ სხვადასხვა პროექტისაგან შემდგარი ინიციატივაა, რომლის მიზანია საზოგადოებას მოუთხროს უცნობი ქართული ისტორიები, დაიცვას კულტურული მემკვიდრეობა და ხელი შეუწყოს რეპრესიების ისტორიის დოკუმენტირებას.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური თავისუფლებისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის კიდევ ერთხელ დასადასტურებლად ღონისძიებამ გააერთიანა პროექტის ყველა მხარდამჭერი და პარტნიორი.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ:

  • რობინ ლ. დანიგანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში
  • პროფესორი ნინო დობორჯგინიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
  • პროფესორი სტივენ ჯონსი, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ქართული კვლევების პროგრამის დირექტორი
  • ქეთევან დარახველიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი
  • პროფესორი სტივენ ჯონსი, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ქართული კვლევების პროგრამის დირექტორი
  • პროფესორი ბექა კობახიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  •  რაიან შერმანი, პროექტის მენეჯერი
  • მალხაზ თორია, მეხსიერების კვლევების კავკასიური ცენტრი
  • გიორგი კანდელაკი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
  •  ლალი პერტენავა, საქართველოს ეროვნული ფონდი
  •  ელინა ვალაიტე, მწერალთა სახლი 
  •  ჰანს გუტბროდი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  •  ნინო ძანძავა, ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი
2024

 

ბანერები