ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები

ახალი ამბები

ახალგაზრდებში აფხაზეთის საკითხისადმი ინტერესის გაღრმავებისა და აფხაზური თემატიკის პოპულარიზაციისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით დაწესდა დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები.

სტიპენდიაზე განაცხადის შეტანა შეუძლიათ სხვადასხვა დარგში განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებით გამორჩეულ აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:

  • აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება (საშუალო ქულა უნდა აღემატებოდეს 80-ს);
  • მონაწილეობა აქვთ მიღებული სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციაში;
  • გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომი;
  •  არიან საზოგადოებრივად აქტიურები.

დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის სტიპენდია განისაზღვრება თვეში 200 ლარით სამაგისტრო, ხოლო 200 ლარით – საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის. მათ სტიპენდია მიეცემათ დანიშვნის დღიდან 1 სასწავლო წლის (10 თვის) განმავლობაში.

ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია კი განისაზღვრება თვეში 200  ლარით როგორც სამაგისტრო, ასევე საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის. სტუდენტებს სტიპენდია მიეცემათ დანიშვნის დღიდან 1 სასწავლო წლის (10 თვის) განმავლობაში.

განაცხადების წარდგენის ვადას განსაზღვრულია 1-ელი ივლისიდან მიმდინარე წლის 31 ივლისის ჩათვლით.

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი arts_sciences@iliauni.edu.ge

სამართლის სკოლა lawfaculty@iliauni.edu.ge

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი sciences_medicine@iliauni.edu.ge

ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი bte@iliauni.edu.ge

თუ პოლიტიკის მეცნიერების დარგში მუშაობთ, წერილის გამოგზავნისას სათაურის ველში მიუთითეთ: დიმიტრი ემუხვარის სახელობის სტიპენდია, ხოლო ყველა სხვა დარგში მომუშავე სტუდენტებმა მიუთითეთ: ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3JSMw6w

2024 წელი

ბანერები