


PPRTC-ის ტრენინგი საქართველოს პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის
ახალი ამბები
23-25 მარტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრში საქართველოს პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი - „დოკუმენტის ანალიზი და კვლევის შედეგების წარდგენა“. ტრენინგის მიზანი იყო მსმენელებისთვის განეახლებინათ/გაეღრმავებინათ ცოდნა კვლევის მეთოდების შესახებ.
სამდღიანი ტრენინგის მონაწილეებს საშუალება მიეცათ, გასცნობოდნენ ინტერნეტ-კვლევის მეთოდებს და კვლევის შედეგების გაანალიზების გზებს, ასევე დაეხვეწათ მათი ეფექტურად წარდგენის უნარები. კურსის ფარგლებში მიმოხილული იყო ანალიტიკური ნაშრომის ფორმატები, რაც შესაძლებელია გამოყენებული იყოს მონაწილეების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში. სამდღიანი ტრენინგის შემდეგ სასწავლო პროცესი ილიას უნივერსიტეტის ელექტრონული განათლების პორტალის - „მუდლის“ მეშვეობით გაგრძელდება.
ტრენინგ-მოდული მომზადდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მიერ და განკუთვნილია უშუალოდ საქართველოს პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის.
ტრენინგი ჩატარდა პროექტის - „ქართული აკადემიის მიერ საკანონმდებლო და პოლიტიკური პროცესების გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში“ - ფარგლებში. პროექტი ხორციელდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) ფინანსური მხარდაჭერით.
გალერეა