ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

მიღება პრაქტიკულ კურსებზე „ციფრული პროფესიები“

სემინარები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბი და პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი აცხადებენ მიღებას 3-თვიან პრაქტიკულ კურსებზე „ციფრული პროფესიები“. 

კურსების ჩამონათვალი 

კურსის ხანგრძლივობა და სწავლების ეტაპები

თითოეული კურსის ხანგრძლივობაა 3 თვე და მოიცავს ორ ეტაპს. 

პირველი ეტაპი

2 თვის განმავლობაში თეორიული სწავლება  – მონაწილეები გადიან სილაბუსით გათვალისწინებულ სასწავლო თემებს და ასრულებენ პრაქტიკულ დავალებებს.    

სილაბუსით გათვალისწინებული სალექციო შეხვედრები გაიმართება კვირაში 2-ჯერ, საღამოს საათებში, და მათი ხანგრძლივობა იქნება 2 საათი. სულ – 16 სალექციო შეხვედრა დისტანციურ ფორმატში. 

მეორე ეტაპი

პროექტის მეორე ეტაპზე გადასული მონაწილეები ცოდნის განმტკიცებისა და საკუთარი პორტფოლიოს შესაქმნელად  განახორციელებენ რეალურ პროექტებს. ამ პროცესში მონაწილეებს ასისტირებას გაუწევენ კიბერლაბორატორია უნილაბის პრაქტიკოსი მენტორები.

 მონაწილის მიერ არჩეული კურსის შესაბამისად პროექტი  შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს შემდეგ კატეგორიებში:

  • ვებპროექტი
  • ციფრული კამპანია
  • ვებგვერდი

ვისთვის არის განკუთვნილი კურსები?  

კურსების გავლა შეუძლია ციფრული პროფესიებით დაინტერესებულ ნებისმიერი გამოცდილების მქონე მსურველს (ასაკი: 16+ ).

კურსის საფასური 

3-თვიანი კურსის სრული საფასურია 880 ლარი. 

როგორ დავრეგისტრირდე კურსებზე? 

რეგისტრაციისთვის უნდა შეავსო მარტივი სარეგისტრაციო ფორმა: https://cutt.ly/0BZj3fs  

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2022 წლის 30 ნოემბერი, 23:59 საათი 

ვინ მასწავლის?  

არჩეული კურსის შესაბამისად კურსის მონაწილეებს თეორიულ ცოდნას მისცემენ და რეალურ პროექტებზე მუშაობის პროცესში მენტორობას გაუწევენ კიბერლაბორატორია უნილაბის პრაქტიკოსი ლექტორები. 

Wordpress კურსის მოწვეული ლექტორი

  • რევი ყურაშვილი – WordPress დეველოპერი. 15 წლისა საიტების აწყობით დაინტერესდა და DLE-ს (DataLife Engine) და Joomla-ს გამოყენებით საიტების აწყობა დაიწყო. ამ დროიდან იწყებს IT სფეროს დამოუკიდებლად შესწავლას.  დღეს ის ძირითადად ფრილანსერად მუშაობს.

Python კურსის მოწვეული ლექტორი

  • დავით ჭინჭარაშვილი – Full stack დეველოპერი 9-წლიანი სამუშაო გამოცდილებით. ძირითადი პროგრამული ენები: Python, PHP და JavaScript. ამჟამად მუშაობს თბილისის სახელმწიფო არქივში ვებდეველოპერის პოზიციაზე.

Front-End კურსის მოწვეული ლექტორი

  • გრიგორი ხუნდაძე – Front-End დეველოპერი. 2020 წელს გაიარა HTML5, CSS3-ის კურსი ჯეოლაბში, 2021 წელს javascript (Angular 2+)-ის კურსი. ამავე წელს მუშაობდა კომპანია „სტარს საქართველოში“ Front-End დეველოპერის პოზიციაზე. გავლილი აქვს უნილაბის სტაჟირების პროგრამა. მუშაობს სხვადასხვა პროექტზე ფრილანსერად.
  • ლუკა ბლიაძე –  Front-End დეველოპერი, სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში Computer engineering-ის მიმართულებით.  პროგრამირების შესწავლა დაიწყო 2019 წელს, 2020 წელს გაიარა Front-end-ის კურსი და სტაჟირების პროგრამა ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბში. არის React.js, Typescript Enthusiast. მუშაობს სხვადასხვა პროექტზე ფრილანსერად. 

ციფრული კომუნიკაციების კურსის მოწვეული ლექტორი

  • მარი მიხანაშვილი, სარეკლამო სააგენტო Saatchi & Saatchi-ს კონტენტ კრეატორი. 2021 წლიდან იკავებდა ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის მარკეტინგისა და კომუნიკაციების სპეციალისტის პოზიციას, ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ა(ა)იპ საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის პროექტის „კომპიუტერული უნარ-ჩვევების საბაზისო კურსებისათვის“ ლექტორი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალური მედიამარკეტინგის კურსის მოწვეული ლექტორი.
  • ქეთო ახვლედიანი – კრეატიული სააგენტო Leavingstone-ის Senior Advertiser-ი. 2020 წლიდან დღემდე, ჯეოლაბისა (GeoLab) და უნილაბის (UniLab) ლექტორია სოციალურ მედიამენეჯმენტსა და ციფრულ მარკეტინგში რეკლამის მიმართულებით. 2020 წლიდან Google Ads, Google Analytics, Facebook Ads სერტიფიცირებული ციფრული მარკეტერია.

რატომ უნდა ავირჩიო უნილაბის პრაქტიკული კურსები? 

კურსები გაძლევს შესაძლებლობას:

  • პროექტში შეძენილი თეორიული ცოდნა გამოიყენო რეალური პროექტის განსახორციელებლად;
  • სწავლების პროცესში შექმნა საკუთარი პორტფოლიო, რომელიც დაგეხმარება სამუშაო გამოცდილების დადასტურებაში დამსაქმებელთან; 
  • დაეუფლო მომავლის პროფესიას, რომელიც დაგეხმარება, გახდე ფრილანსერი ან დასაქმდე რომელიმე კომპანიაში. 

დამატებითი ინფორმაციისთვის  

infounilab@iliauni.edu.ge 
https://www.facebook.com/UniLabEdu
https://unilab.iliauni.edu.ge

 2022 წელი

ბანერები