მიღება პრაქტიკულ კურსზე: Python
სემინარები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბი და პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი აცხადებენ მიღებას 3-თვიან პრაქტიკულ კურსზე Python.
Python კურსის შესახებ
Python, დღეს ძალიან პოპულარული ენა, თანამედროვე დეველოპმენტის პრაქტიკულად ყველა სფეროში გამოიყენება. მაგალითად, ამ ენის გამოყენებით შეძლებ ვებაპლიკაციების შექმნას, თამაშების დაწერას, მონაცემთა ანალიზს, სისტემური ადმინისტრირების ამოცანების ავტომატიზაციასა და მრავალ სხვას.
Python-ის საბაზისო კურსის გავლისას ისწავლი ამ ენის ძირითად ცნებებს, მის კონსტრუქციას, მონაცემთა ტიპებსა და სტრუქტურას, სამართავ ბლოკებს, ციკლებს, ფუნქციებს, საბაზო დონეზე გაეცნობი ობიექტზე ორიენტირებულ დაპროგრამების პრინციპებს და სხვ.
ასე რომ, ეს კურსი შენთვისაა, თუ დამწყები ხარ, გსურს ჩამოგიყალიბდეს პროგრამირების ბაზისი ან გაიმეორო Python დაპროგრამების ენის ძირითადი პრინციპები პრაქტიკაში.
კურსის ხანგრძლივობა და სწავლების ეტაპები
კურსის ხანგრძლივობაა 3 თვე და მოიცავს ორ ეტაპს.
პირველი ეტაპი
2 თვის განმავლობაში თეორიული სწავლება – მონაწილეები გადიან სილაბუსით გათვალისწინებულ სასწავლო თემებს და ასრულებენ პრაქტიკულ დავალებებს.
სილაბუსით გათვალისწინებული სალექციო შეხვედრები გაიმართება კვირაში 2-ჯერ და მათი ხანგრძლივობა იქნება 2 საათი, ორშაბათსა და ხუთშაბათს, 19:00 საათზე. სულ – 16 სალექციო შეხვედრა დისტანციურ ფორმატში.
მეორე ეტაპი
პროექტის მეორე ეტაპზე მონაწილეები ცოდნის განმტკიცებისა და საკუთარი პორტფოლიოს შესაქმნელად განახორციელებენ რეალურ პროექტებს. ამ პროცესში მათ ასისტირებას გაუწევს კიბერლაბორატორია უნილაბის პრაქტიკოსი მენტორი.
ვისთვის არის განკუთვნილი კურსები?
კურსის გავლა შეუძლია ციფრული პროფესიებით დაინტერესებულ ნებისმიერი გამოცდილების მქონე მსურველს (ასაკი: 16+ ).
კურსის საფასური
3-თვიანი კურსის სრული საფასურია 880 ლარი.
როგორ დავრეგისტრირდე კურსებზე?
- რეგისტრაციისთვის უნდა შეავსო მარტივი სარეგისტრაციო ფორმა: https://cutt.ly/0BZj3fs
- რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2022 წლის 30 ნოემბერი, 23:59 საათი
ვინ მასწავლის?
Python კურსის ფარგლებში თეორიული სწავლების პროცესს გაუძღვება და შემდეგ ფინალური პროექტის შესრულების პროცესში მონაწილეებს მენტორობას გაუწევს კიბერლაბორატორია უნილაბის პრაქტიკოსი ლექტორი დავით ჭინჭარაშვილი, Full stack დეველოპერი 9-წლიანი სამუშაო გამოცდილებით.
ძირითადი პროგრამული ენები: Python, PHP და JavaScript. ამჟამად მუშაობს თბილისის სახელმწიფო არქივში ვებდეველოპერის პოზიციაზე.
რატომ უნდა ავირჩიო უნილაბის პრაქტიკული კურსები?
კურსები გაძლევს შესაძლებლობას
- პროექტში მიღებული თეორიული ცოდნა გამოიყენო რეალური პროექტის განსახორციელებლად;
- სწავლების პროცესში შექმნა საკუთარი პორტფოლიო, რომელიც დაგეხმარება სამუშაო გამოცდილების დადასტურებაში დამსაქმებელთან;
- დაეუფლო მომავლის პროფესიას, რომელიც დაგეხმარება, გახდე ფრილანსერი ან დასაქმდე რომელიმე კომპანიაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის
infounilab@iliauni.edu.ge
https://www.facebook.com/UniLabEdu
https://unilab.iliauni.edu.ge
2022 წელი