მიღება პრაქტიკულ კურსზე: WordPress
სემინარები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი და კიბერლაბორატორია უნილაბი აცხადებენ მიღებას 3-თვიან პრაქტიკულ კურსზე WordPress.
WordPress კურსის შესახებ
WordPress პირველად 2003 წელს გამოჩნდა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, რადგან ამ პლატფორმამ საგრძნობლად გაამარტივა ვებგვერდის შექმნის შესაძლებლობა.
საიტებისა და ბლოგების მართვის სისტემა დაწერილია PHP პროგრამირების ენაზე. დღევანდელი მონაცემებით მას 60 მილიონზე მეტი საიტი იყენებს.
უამრავი დამხმარე კომპიუტერული პროგრამისა თუ ონლაინსერვისის საშუალებით ვებგვერდის შექმნა უფრო და უფრო მარტივდება. თანამედროვე პოპულარული პლატფორმა WordPress-იც სწორედ სიმარტივეს ემსახურება.
ამ კურსის დახმარებით შეძლებ სრულფასოვანი ვებგვერდის შექმნას მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული CMS სისტემის, wordpress-ის, საშუალებით. კურსის ბოლოს გეცოდინება ინტერნეტის ფუნქციონირების პრინციპები, wordpress-ის ბაზაზე საკუთარი ვებგვერდის შექმნა და მართვა, Embed კოდებთან მუშაობა.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში კი ლექტორის დახმარებით რეალურ პროექტზე იმუშავებ.
კურსის ხანგრძლივობა და სწავლების ეტაპები
კურსის ხანგრძლივობაა 3 თვე და მოიცავს ორ ეტაპს.
პირველი ეტაპი
2 თვის განმავლობაში თეორიული სწავლება– მონაწილეები გადიან სილაბუსით გათვალისწინებულ სასწავლო თემებს და ასრულებენ პრაქტიკულ დავალებებს.
სილაბუსით გათვალისწინებული სალექციო შეხვედრები გაიმართება კვირაში 2-ჯერ და მათი ხანგრძლივობა იქნება 2 საათი, სამშაბათს 21:00 და ხუთშაბათს 19:00 საათზე. სულ – 16 სალექციო შეხვედრა დისტანციურ ფორმატში.
მეორე ეტაპი
პროექტის მეორე ეტაპზე მონაწილეები ცოდნის განმტკიცებისა და საკუთარი პორტფოლიოს შესაქმნელად განახორციელებენ რეალურ პროექტებს. ამ პროცესში მონაწილეებს ასისტირებას გაუწევს კიბერლაბორატორია უნილაბის პრაქტიკოსი მენტორი.
WordPress-ის კურსდამთავრებულები ფინალური პროექტის სახით შექმნიან და წარმოადგენენ ვებგვერდს.
ვისთვის არის განკუთვნილი კურსები?
კურსის გავლა შეუძლია ციფრული პროფესიებით დაინტერესებულ ნებისმიერი გამოცდილების მქონე მსურველს (ასაკი: 16+ ).
კურსის საფასური
3-თვიანი კურსის სრული საფასურია 880 ლარი.
როგორ დავრეგისტრირდე კურსებზე?
რეგისტრაციისთვის უნდა შეავსო მარტივი სარეგისტრაციო ფორმა: https://cutt.ly/0BZj3fs
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 30 ნოემბერი, 23:59 საათი
ვინ მასწავლის?
WordPress კურსის ფარგლებში თეორიული სწავლების პროცესს გაუძღვება და შემდეგ ფინალური პროექტის შესრულების პროცესში მონაწილეებს მენტორობას გაუწევს კიბერლაბორატორია უნილაბის პრაქტიკოსი ლექტორი რევი ყურაშვილი, WordPress დეველოპერი.
რევი ვებგვერდების აწყობით 15 წლისა დაინტერესდა და DLE-ისა (DataLife Engine) და Joomla-ის გამოყენებით საიტების აწყობა დაიწყო. ამ დროიდან იწყებს IT სფეროს დამოუკიდებლად შესწავლას. დღეს თანამშრომლობს სხვადასხვა სააგენტოსთან ციფრული პროექტების ფარგლებში და მუშაობს ფრილანსერად.
რატომ უნდა ავირჩიო უნილაბის პრაქტიკული კურსები?
კურსები გაძლევს შესაძლებლობას:
- პროექტში შეძენილი თეორიული ცოდნა გამოიყენო რეალური პროექტის განსახორციელებლად;
- სწავლების პროცესში შექმნა საკუთარი პორტფოლიო, რომელიც დაგეხმარება სამუშაო გამოცდილების დადასტურებაში დამსაქმებელთან;
- დაეუფლო მომავლის პროფესიას, რომელიც დაგეხმარება, გახდე ფრილანსერი ან დასაქმდე რომელიმე კომპანიაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის
infounilab@iliauni.edu.ge
https://www.facebook.com/UniLabEdu
https://unilab.iliauni.edu.ge
2022 წელი