მიღება პრაქტიკულ კურსზე: Front-End
სემინარები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბი და პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი აცხადებენ მიღებას 3-თვიან პრაქტიკულ კურსზე Front-End.
Front-End-ის კურსის შესახებ
ტექნოლოგიების განვითარებამ შესაძლებელი გახადა, რომ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა შეძლონ საკუთარი იდეების განხორციელება. თუკი ადრე ინოვაციური იდეის რეალიზებისათვის ფინანსები იყო საჭირო, დღეს ადამიანს შეუძლია დაეუფლოს იდეის რეალიზებისათვის საჭირო ტექნიკურ ცოდნას, მაგალითად ისწავლოს ვებგვერდის აწყობა და შექმნას საკუთარი კომპანიის ვებგვერდი, ააწყოს ონლაინმაღაზია ან რაიმე სხვა ვირტუალური ონლაინსერვისი.
კურსზე შეიძენ ცოდნას, რომელიც საშუალებას მოგცემს, გაერკვე ვებგვერდის ფუნქციონირების პრინციპებში, ააწყო სტატიკური ვებგვერდი ან, საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებები შეიტანო არსებული ვებგვერდის პროგრამულ კოდში, დაგეგმო და მენეჯმენტი გაუწიო ვებგვერდის შექმნასთან დაკავშირებულ სამუშაოებს. კურსი პრაქტიკულია და პირველი ორი თვის განმავლობაში მარტივ ვებგვერდებს შექმნი HTML პროგრამულ ენაზე CSS-ის გამოყენებით, ბოლო ერთი თვე კი რეალურ პროექტზე იმუშავებ.
კურსის ხანგრძლივობა და სწავლების ეტაპები
კურსის ხანგრძლივობაა 3 თვე და მოიცავს ორ ეტაპს.
პირველი ეტაპი
2 თვის განმავლობაში თეორიული სწავლება – მონაწილეები გადიან სილაბუსით გათვალისწინებულ სასწავლო თემებს და ასრულებენ პრაქტიკულ დავალებებს.
სილაბუსით გათვალისწინებული სალექციო შეხვედრები გაიმართება კვირაში 2-ჯერ და მათი ხანგრძლივობა იქნება 2 საათი, ორშაბათსა და პარასკევს, 16:00 საათზე. სულ – 16 სალექციო შეხვედრა დისტანციურ ფორმატში.
მეორე ეტაპი
პროექტის მეორე ეტაპზე მონაწილეები ცოდნის განმტკიცებისა და საკუთარი პორტფოლიოს შესაქმნელად განახორციელებენ რეალურ პროექტებს. ამ პროცესში მონაწილეებს ასისტირებას გაუწევენ კიბერლაბორატორია უნილაბის პრაქტიკოსი მენტორები.
ვისთვის არის განკუთვნილი კურსები?
კურსის გავლა შეუძლია ციფრული პროფესიებით დაინტერესებულ ნებისმიერი გამოცდილების მქონე მსურველს (ასაკი: 16+ ).
კურსის საფასური
3-თვიანი კურსის სრული საფასურია 880 ლარი.
როგორ დავრეგისტრირდე კურსებზე?
- რეგისტრაციისთვის უნდა შეავსო მარტივი სარეგისტრაციო ფორმა: https://cutt.ly/0BZj3fs
- რეგისტრაციის ბოლო ვადა: 30 ნოემბერი, 23:59 საათი
ვინ მასწავლის?
Front-End-ის კურსზე თეორიული სწავლების პროცესს გაუძღვებიან და შემდეგ ფინალური პროექტის შესრულების პროცესში მონაწილეებს მენტორობას გაუწევენ კიბერლაბორატორია უნილაბის პრაქტიკოსი ლექტორები გრიგორი ხუნდაძე და ლუკა ბლიაძე.
გრიგორი ხუნდაძე – Front-End დეველოპერი. 2020 წელს გაიარა HTML5, CSS3-ის კურსი ჯეოლაბში, 2021 წელს javascript (Angular 2+)-ის კურსი. ამავე წელს მუშაობდა კომპანიაში „სტარს საქართველო“ Front-End დეველოპერის პოზიციაზე. გავლილი აქვს უნილაბის სტაჟირების პროგრამა. მუშაობს სხვადასხვა პროექტზე ფრილანსერად.
ლუკა ბლიაძე – Front-End დეველოპერი. სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით. პროგრამირების შესწავლა დაიწყო 2019 წელს, 2020 წელს გაიარა Front-end-ის კურსი და სტაჟირების პროგრამა ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბში. არის React.js, Typescript Enthusiast. მუშაობს სხვადასხვა პროექტზე ფრილანსერად.
რატომ უნდა ავირჩიო უნილაბის პრაქტიკული კურსები?
კურსები გაძლევს შესაძლებლობას
- პროექტში მიღებული თეორიული ცოდნა გამოიყენო რეალური პროექტის განსახორციელებლად;
- სწავლების პროცესში შექმნა საკუთარი პორტფოლიო, რომელიც დაგეხმარება სამუშაო გამოცდილების დადასტურებაში დამსაქმებელთან;
- დაეუფლო მომავლის პროფესიას, რომელიც დაგეხმარება, გახდე ფრილანსერი ან დასაქმდე რომელიმე კომპანიაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის
infounilab@iliauni.edu.ge
https://www.facebook.com/UniLabEdu
https://unilab.iliauni.edu.ge
2022 წელი