ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხ კანდიდატებთან ხელშეკრულების გაფორმების ვადები

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო  პროგრამაზე (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, სამოქალაქო განათლება, გეოგრაფია, ბიოლოგია, ფიზიკა, ინგლისური ენა, გერმანული ენა, რუსული ენა, ქართული, როგორც მეორე/უცხო ენა) 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის დარეგისტრირებული პირები, რომელთაც წარმატებით გაიარეს შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა, ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა მობრძანდნენ 2016 წლის 10 ოქტომბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე, A303 აუდიტორიაში (ჭავჭავაძის გამზ. #32).
ყურადღება: პირი, რომელიც არ გამოცხადდება ზემოთ მითითებულ ვადებში, დაკარგავს ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობას, მის ნაცვლად კი ხელშეკრულება გაუფორმდება პირს სათადარიგო სიიდან.

სათადარიგო სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან ხელშეკრულება გაფორმდება 2016 წლის 11 ოქტომბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე, A303 აუდიტორიაში (ჭავჭავაძის გამზ. #32).

ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი და სათადარიგო სიები მიმართულებების მიხედვით იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში:

ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია: 

ჩასარიცხ კანდიდატთა სათადარიგო სია:


პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ბანერები