ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიების გადმოცემისა და განახლებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ცერემონია

ახალი ამბები

29 მაისს გაიმართა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ტექნოლოგიის კორპუსში მდებარე მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიების გადმოცემისა და უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის განახლებული მემორანდუმის გაფორმების ცერემონია.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა – საქართველომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს გადმოსცა სამოქალაქო ინჟინერიის, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიისა და კომპიუტერული ინჟინერიის მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიები.

ახალი მემორანდუმი კი გულისხმობს თანამშრომლობას მათ შორის ერთობლივი სასწავლო პროგრამების განხორციელების მიმართულებით.

ღონისძიება გახსნეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, დოქტორმა ნინო დობორჯგინიძემ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, დოქტორმა ადელა დე ლა ტორემ (აშშ, კალიფორნია), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილმა და ათასწლეულის ფონდის პრეზიდენტმა, მაგდა მაღრაძემ.

ლაბორატორიების გადმოცემისა და მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ მოხსენებებით გამოვიდნენ და საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის

  • პრეზიდენტს, დოქტორ ადელა დე ლა ტორეს;
  • ვიცე-პროვოსტს, დოქტორ ვილიამ ტონგს;
  • საქართველოს კამპუსის დეკანს, დოქტორ ჰალილ გუვენს.

 2023 წელი

ბანერები