


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან მრავალწლიანი სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა კალიფორნიაში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, და მონაწილეობა მიიღო SDSU საქართველოს მრჩეველთა საბჭოს სამუშაო შეხვედრაში.
თანამშრომლობის განსამტკიცებლად და სამომავლო განვითარებისთვის გაიმართა შეხვედრა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, ადელა ლა ტორესთან. გაფორმდა მემორანდუმი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის განათლების მეშვეობით მდგრადი განვითარების ხელშეწყობის შესახებ.
თანამშრომლობის ფარგლებში გრძელდება პროგრამების განვითარება-შემუშავება ქართველ მეცნიერთა კვლევითი შესაძლებლობების ხელშესაწყობად, დაგეგმილია თანამშრომლობა ზოგადი და სკოლამდელი განათლების საფეხურზე STEM მიმართულების გასაძლიერებლად. ვიზიტის ფარგლებში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორი ნინო დობორჯგინიძე შეხვდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებს:
- ელისაბედ კვერღელიძე, ბიოქმია და მოლეკულური ტექნოლოგია
- ნატალია კიკნაძე, ბიოქიმია და მოლეკულურუი ბიოტექნოლოგია
- ნატალია ბარათელი, ეკოლოგია
- თამარ ბერიძე, ეკოლოგია
- დავით ხუციშვილი, ფიზიკა და ასტრონომია.
დოქტორანტები სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებიან პროექტის „Supporting STEM Research and Graduate Education in Georgia” ფარგლებში. პროექტის შესახებ ვრცელი ინფორმაცია: https://bit.ly/3A2IR0o
2022
გალერეა